მეცნიერებმა ბიბლიის უძველესი ქვეთავი აღმოაჩინეს, რომელიც 1500 წელზე მეტი ხნით თარიღდება.
დამალული ტექსტი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსმა გრიგორი კესელმა აღმოაჩინა და მისი მიღწევა აკადემიურ ჟურნალში, რომელიც გამოქვეყნდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესაში, წარდგინა.
როგორც ირკვევა კესელმა უცნობი თავის საპოვნელად ულტრაიისფერი ფოტოგრაფია გამოიყენა და ტექსტის სამი ფენის ქვეშ პალიმფსესტი (ორიგინალ ტექსტსაზე ზევიდან დაწერილი სხვა ტექსტი) აღმოაჩინა.
პალიმფსესტი ძველად გამოიყენებოდა პერგამენტის სიმწირის გამო. სიტყვები განმეორებით იწერებოდა მასალაზე, მანამ სანამ რამდენიმე ფენა არ დაფარავდა ქვემოთ დამალულ სიტყვებს.
კესელმა საინფორმაციო გამოშვებაში თქვა, რომ ტექსტი იყო მათეს წიგნის მე-12 თავის ვრცელი ვერსია, რომელიც თავდაპირველად ბიბლიის ძველი (დაახლოებით 1500 წლის წინ) სირიული თარგმანის ნაწილი იყო. მისი თქმით, მან ეს აღმოჩენა ვატიკანის ბიბლიოთეკაში შენახულ ხელნაწერში გააკეთა.
მაგალითად, გამოცემის თანახმად, მათეს 12:1-ის ორიგინალურ ბერძნულ ვერსიაში – რომელიც დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება – ნათქვამია: „იესომ შაბათს გაიარა მარცვლეულის ყანები, მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს მარცვლეულის თავების შეგროვება და ჭამა“.
თუმცა ახლად აღმოჩენილი თავი ოდნავ განსხვავებულია. “დაიწყეს თავთავიანების შეგროვება, მათი ხელით დაჭყლეტვა და ჭამა”. – წერია ახლად აღმოჩენილ ხელწერაში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა მათ დაეხმარებათ “ბიბლიის” ევოლუციის ფაზების უკედ გაგებაში.
ავტორი: ელენე ასაშვილი
წყარო: businessinsider.com