Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩარიცხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტი მდებარეობს შუახევში, ზემო აჭარაში…” – სტუდენტი ანონიმურად წერილს აქვეყნებს

September 1, 2026
“ჩარიცხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტი მდებარეობს შუახევში, ზემო აჭარაში…” – სტუდენტი ანონიმურად წერილს აქვეყნებს

“მინდა, ყურადღება მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლებელში 2026 წელს ჩარიცხულ არაერთ სტუდენტს შეგვექმნა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბევრი ჩვენგანი ჩაირიცხა აღნიშნულ უნივერსიტეტში. თუმცა ჩარიცხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტი მდებარეობს შუახევში, ზემო აჭარაში, რაც თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ძალიან დიდ მანძილს ნიშნავს.
პრობლემა ის არის, რომ არჩევანის გაკეთებისას უნივერსიტეტის სახელწოდებიდან მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყველასთვის მკაფიოდ არ იყო აღქმული.
ახლა კი არაერთი სტუდენტი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში.
ჩვენ ყველას არ გვაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ სხვა ქალაქში გადავიდეთ, ვიქირაოთ ბინა, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები, კვების, ტრანსპორტისა და სხვა ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები.
გარდა ფინანსური პრობლემისა, ბევრი ჩვენგანისთვის ოჯახიდან ასეთ დიდ მანძილზე წასვლა ფსიქოლოგიურად და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც ძალიან რთულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თბილისში ან სხვა ქალაქში ჰყავს ოჯახი და ყოველდღიურად ოჯახის დახმარება/გვერდით ყოფნა სჭირდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სწავლის გაგრძელებაზე უარს არ ვამბობთ. არ გვინდა, ეს შესაძლებლობა მხოლოდ სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო დავკარგოთ.
უნივერსიტეტთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ ამ ეტაპზე სრულად დისტანციური ან ჰიბრიდული პროგრამები არ აქვთ და მათი შემოღება არ იგეგმება. შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კურსების ონლაინ ჩატარება, რაც ჩვენი პრობლემის სრულად გადაჭრისთვის საკმარისი არ არის.
ამიტომ გვინდა, გავერთიანდეთ და ერთად მივმართოთ შესაბამის უწყებებს, რათა არსებობდეს რაიმე სამართლებრივი და რეალური გამოსავალი მაგალითად, შესაძლებლობა, რომ მეორადი ჩარიცხვის/გადანაწილების ფარგლებში ჩვენი არჩევანი ხელახლა განიხილონ, ან მოგვცენ სხვა გზა, რომლითაც სწავლას შევძლებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
დღეს უკვე ვგეგმავთ სამინისტროსთან მისვლას და ჩვენი განცხადების შეტანას.
ამასთან, გვინდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მსგავს მდგომარეობაშია, დაგვიკავშირდეს.
თუ თქვენც ჩაირიცხეთ ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლებელში და სხვა ქალაქში გადასვლა გიქმნით ფინანსურ, ოჯახურ ან სხვა სახის პრობლემას მოგვწერეთ კომენტარში ან პირად შეტყობინებაში, რომ გავერთიანდეთ და ერთად განვიხილოთ, რა გზით შეგვიძლია აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მით უფრო ორგანიზებულად შევძლებთ ჩვენი პრობლემის დაყენებას.
გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რომ ინფორმაცია ყველა ჩარიცხულ სტუდენტამდე მივიდეს.” – წერს ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში ანონიმურად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალი ყურძნის იმპორტმა საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა – ივანე აბაშიძე
  • “ჩარიცხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტი მდებარეობს შუახევში, ზემო აჭარაში…” – სტუდენტი ანონიმურად წერილს აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge