Sunday, July 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს“ – რას წერს მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახის ადვოკატი

September 21, 2023
ავარია აეროპორტის გზაზე – მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილი მოკლეს. ის სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ცხედარი კი ტყის მახლობლად დამარხეს.

სასტიკი მკვლელობიდან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ბარ­სო­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. როგორც უფლებადამცველი წერს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ლო­ი­ა­ლუ­რად უდ­გე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი პი­რით ყვე­ბი­ან, რომ უყუ­რებ­დნენ, რო­გორ ჩე­ხავ­და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბა­ჟუ­ნა­იშ­ვი­ლი ალ­ხა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებ­დნენ მის საშ­ვე­ლად.

“მე გახლავართ 2023 წლის 18 მაისს ბათუმთან მდებარე სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ადვოკატი.
ალბათ გახსოვთ ეს მკვლელობა. მაშინ ყველა შეგვძრა მომხდარმა: ოთხმა მეგობარმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში. იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს. დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს – მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის, სწორედ მისმა შვილმა, ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, რომ თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო… მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით პოლიციამ ლეღვანის ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს.
საქმის 7- ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად. პროკურატურა ცალსახად არიდებს თავს, რომ მომხდარი ჯგუფურ მკვლელობად განიხილოს. უფრო მეტიც: დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავება ერთ- ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც მკვლელობის წუთებში იმავე ჯგუფთან ერთად იყო და თანაც ყველაზე დაახლოებული გახლდათ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს,მედიასაშუალებებს: გიორგი ალხანიშვილის საქმეში სიმართლის დადგენისთვის დამიდექით მხარში. გიორგი ჩემზე სულ რამდენიმე წლით იყო უმცროსი, ჩვენ ერთი თაობა ვართ. ჩვენივე ტოლები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც გიორგი ასე გაწირეს. მე პირობა მივეცი გიორგის დედას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად.
სასამართლო პროცესები დაიწყო. მორიგი პროცესი ხვალ იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მედიას შეუძლია სასამართლო დარბაზიდან გარეთ გამოიტანოს ყველა ფაქტი, ყველა ადამიანის სახე, სიმართლე, სინამდვილე”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
  • 🎥 დაპირისპირება მელიქიშვილის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • როგორ პასუხობს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ახობაძის დღევანდელ განცხადებას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge