საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო რიგი შეზღუდვებია დაწესებული, ქვეყენაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დახურულია სავაჭრო ცენტრები. თუ როდის იმსჯელებს მთავრობა შეზღუდვების მოხსნაზე, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაბურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ ინტენსიურია, რის გამოც მოდუნებისა და დამშვიდების საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს.
„უნდა დაველოდოთ და დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის. ჩვენ მოგვიწევს, რომ დავაკვირდეთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. იმიტომ რომ 1 800 შემთხვევა იყო დღეს, 2 000 – გუშინ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არაგვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს თუ რამდენი ინფიცირებული ადამიანი ვლინდება, როდესაც ხდება გამოკვლენა კორონავირუსზე. 5%-ზე მაღალი როცაა, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული ვიდრე ჩვენ ვავლენთ”, – განაცხადა თამარ გაბუნია.