Thursday, September 21, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ გვცვივა თმა

September 15, 2023
რატომ გვცვივა თმა
Share on FacebookShare on Twitter

თმა ყველა ადამიანს მუდმივად ცვივა, რადგან თმის ღერები მუდმივად განიცდის განახლებას. ჩამოცვენილი თმის ნაცვლად ახალი თმა იზრდება.
მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმელოტისკენ, ვიდრე ქალები, მაგრამ მათთანაც ხშირად აღინიშნება თმის ცვენა. ზოგადად, ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობისას, ორგანიზმი მიდრეკილია თმის ცვენისაკენ.

თმის ცვენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს:

ასევე წაიკითხე

ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ – რას ამბობენ ასტროლოგები

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე

1. გარკვეული მედიკამენტების მიღება

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები იმ წამლების შესახებ, რომლებსაც რეგულარულად იღებთ – შესაძლებელია თმის ცვენა ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იყოს.

ეს მედიკამენტებია:

აკნეს სამკურნალო საშუალებები A ვიტამინის მაღალი შემცველობით,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,
ანაბოლური სტეროიდები,
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები,
სისხლის გამათხელებელი საშუალებები;
არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;
გულის დაავადებების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები.

2. ზედმეტად აქტიურად უვლით თმას

ძალიან ხშირად იბანთ, იყენებთ ზედმეტად ბევრ შამპუნს, ივარცხნით სანამ თმა ჯერ კიდევ სველია, ძალიან ძლიერად იმშრალებთ პირსახოცით, ან ხშირად იყენებთ თმის საშრობს. თმა ზედმეტად დაჭიმულია. თმის მოვლის ისეთი აქტიურ მეთოდები, როგორიცაა გასწორება, დახვევა, შეღებვა, გაუფერულება და ა.შ, უარყოფითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს თმის ცვენას.

3. მშობიარობის შემდგომი პეროდი

ორსულობის დროს ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის მაღალი დონე იწვევს თმის სწრაფ ზრდას და ნაკლებად ცვენას. თუმცა, მშობიარობის შემდეგ, ესტროგენის დონე ეცემა და სქელი თმა თხელდება. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სამიდან ექვს თვემდე, შემდეგ კი ყველაფერი ნორმას დაბრუნდება.

4. რკინის ნაკლებობა

რკინის ნორმალური დონე ძალიან მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის. ამ მინერალის დეფიციტის, ანუ რკინადეფიციტური ანემიისას, შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა.

რკინის დეფიციტის სხვა სიმპტომებია მტვრევადი ფრჩხილები, მოყვითალო ან ფერმკრთალი კანი, ქოშინი, სისუსტე და აჩქარებული გულისცემა.

5. სტრესი

ხანგრძლივი სტრესი ზოგჯერ იწვევს იმუნური სისტემის შეტევას თმის ფოლიკულებზე და ასევე ანელებს თმის ზრდას. ამ სიტუაციაში თმის მთელი ღერი რჩება სავარცხელზე.

6. ცილის დეფიციტი

ცილა არის ძირითადი ელემენტი, რომლის გარეშეც სხეული ვერ იარსებებს. მისი დეფიციტისას ორგანიზმი იწყებს ამ ღირებული რესურსის გადარჩენის გზების ძიებას და აჩერებს თმის ზრდას. დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ, თუ მეტ ცილას არ მიიღებთ, თმა დაიწყებს ცვენას.

მიირთვით ბევრი ხორცი, კვერცხი, თევზი, თხილი, ლობიო.

7. ჰორმონული კონტრაცეფცია

ორალურმა კონტრაცეპტივებმა, სხვადასხვა იმპლანტებმა, ინექციებმა, ვაგინალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, განსაკუთრებით გენეტიკური მიდრეკილებისას.

8. ჰორმონული კონტრაცეპციის გამოყენების შემდეგ

არა მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დაწყებამ, არამედ მათზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.

9. თამბაქოს მოხმარება

სიგარეტის კვამლის ტოქსინები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფილტვებზე, არამედ თმის ფოლიკულებზეც, რის გამოც თმა ცვივა. მოწევაზე თავის დანებება აღადგენს ჯანმრთელობასა და სქელ თმას.

10. მენოპაუზის პერიოდი

ჰორმონალური ცვლილებები და რყევები ხელს უწყობს თმის შეთხელებას. ჩვეულებრივ, როდესაც ჰორმონალური მდგომარეობა დასტაბილურდება, თმის ცვენაც ჩერდება.

11. კვების დარღვევა

როგორც ნერვულ ანორექსიას, ასევე ბულიმიას თან ახლავს თმის ცვენა, რადგან ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს თმის ზრდისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

12. ჯანმრთელობის მდგომარეობა

თმის ცვენა 30-ზე მეტი დაავადების სიმპტომია, მათ შორისაა საკვერცხეების პოლიკისტოზი, თავის კანზე სოკოვანი ინფექცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები. თმის ცვენა ასევე შეიძლება დაიწყოს გრიპის, ან სხვა მძიმე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის შემდეგ

წყარო:მკურნალი

სხვა ამბები

“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში
საზოგადოება

ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ – რას ამბობენ ასტროლოგები

September 21, 2023
გაუარესდება თუ არა ამინდი? – უახლოესი დღეების პროგნოზი
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე

September 21, 2023
“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე
საზოგადოება

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე

September 21, 2023
როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
საზოგადოება

როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

September 21, 2023
“აღარ არის უსაყვარლესი მეგობარი” – რას წერს ლევან ბერძენიშვილი
საზოგადოება

“აღარ არის უსაყვარლესი მეგობარი” – რას წერს ლევან ბერძენიშვილი

September 21, 2023
“მე თვითონ ნაქირავებში ვცხოვრობ” – რას წერს რამაზ გიგაური
საზოგადოება

“მე თვითონ ნაქირავებში ვცხოვრობ” – რას წერს რამაზ გიგაური

September 21, 2023
Next Post
VIDEO: „დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება…  მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება!“ – ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

VIDEO: „დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება... მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება!“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

ნუ გააკრიტიკებთ, როდესაც ცუდად დაწერს – 7 რჩევა პირველკლასელების მშობლებისთვის

ნუ გააკრიტიკებთ, როდესაც ცუდად დაწერს - 7 რჩევა პირველკლასელების მშობლებისთვის

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ – რას ამბობენ ასტროლოგები
  • როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23 სექტემბრამდე
  • “ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ” – ნუცა ბუზალაძე
  • როგორ უნდა დაამარცხოთ, ღამე ჭამის სინდრომი? – ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge