Thursday, September 28, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ დაგამშვიდებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება…” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

September 14, 2023
“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
Share on FacebookShare on Twitter

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება 2007 წლის ივნისის თვით დათარიღებული მისი ვრცელი საგაზეთო ინტერვიუ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაზეთი “ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია”

ასევე წაიკითხე

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ

რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი

2007 წლის ივნისი, №13

“— ქალბატონო ლელა, მაისში განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია სამაჩაბლოში. კოკოითის მთავრობა და მარატ კულახმეტოვის ხელქვეითები ერთმანეთს ეჯიბრებიან ძალგულოვნების გამოვლენაში — ხან სიტყვიერად, ხანაც ფიზიკურად, რათა დაგვაშინონ და ხელი აგვაღებინონ წმიდა მიზანზე — დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო.

— რამდენიც უნდა ილაპარაკონ რუსებმა საკუთარ უძლეველობაზე, მალე ყველა დარწმუნდება, რომ „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“, ანუ ნახავთ, რომ რუსული არმიის დიდების დღეები დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

ამაზე ჯერ კიდევ 1994 წლის 5 მაისს დავწერე: „სად არის რუსული არმია, რუსული ფლოტი? არ იარსებებს“. რაც შეეხება დაშინებას, გეტყვით, რომ თავად რუსეთია საკმაოდ შეშინებული. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რუსეთს ძალიან აშინებს ომი საქართველოსთან.

— რატომ, ქალბატონო ლელა? ნუთუ, იმდენი ჯარისკაციც აღარ დარჩათ რუსებს, ან იმდენი შეიარაღება, რომ პატარა საქართველოს გაუსწორდნენ?

— არა, საკითხი ასე არ დგას. საქმე ისაა, რომ კრემლში შიშობენ, საქართველოსთან ომმა შესაძლოა სრულიად კავკასიური ომის დაწყება გამოიწვოსო, რასაც რუსეთი თავისი დაქსაქსული არმიით ვეღარ მოერევა. თანაც, რუსებს მუსლიმურ სამყაროსთან დაპირისპირების შემთხვევაში სამხრეთ საზღვარი სრულიად ღია და მტრებით გარემოცული რჩებათ…

— ქალბატონო ლელა, საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში. დილით ტელევიზორის ჩართვა ეშინია ხალხს — დღე არ გავა, რამდენიმე თუ არა, ერთი მკვლელობა მაინც არ მოხდეს და თანაც მოზარდებისა. რა გვჭირს, რა გვემართება, ნუთუ, სულ დავკარგეთ გონი და უფლისაც აღარ გვეშინია?

— ეს იმის ბრალია, რომ ხევისბერები აღარ გვყავს. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ახალგაზრდებს აღარ ჰყავთ ჭკუის დამრიგებელი ავტორიტეტული და მისაბაძი ადამიანები, ვნებისა და უზნეობის აღმკვეთი სუფთა და მიუკერძოებელი მსაჯული.

ამ მასობრივ ფსიქოზს, რომლის დადგომაც ადრევე მქონდა ნაწინასწარმეტყველები, იწვევს ქართული ზნე-წესის, ჩვეულებისა და ადამიანური სახის დაკარგვა; გამუდმებული სწორება ამერიკასა და ევროპაზე — მცდელობა დამსგავსებისა;

ვითომ თავისუფალი, სინამდვილეში კი უზნეო საუბრები ზოგიერთ მეტად საკრძალავ და მოსარიდებელ თემაზე; ღირებულებების გაუფასურება და ელემენტარული კულტურის არარსებობა და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

— აქვს თუ არა ამას დასასრული? საიმედოს რას გვეტყვით?

— ვერ დაგამშვიდებთ და ვერ გეტყვით, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება და გამოსწორდება.

ძარცვა-გლეჯა და მკვლელობები გახშირდება-მეთქი, ვწერ 2005 წლის 9 იანვარს. ხომ რწმუნდებით, რომ ასეც არის? სამწუხაროდ, წინ კიდევ უფრო რთული პერიოდები გველის.

საერთოდ, მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ წინასწარმეტყველებასთან ხუმრობა და არასერიოზული დამოკიდებულება არ შეიძლება. იცოდეთ, რომ ყოველივე სრულდება უფლის ნებით და ესეც ასრულდება. თუმცა, საბოლოოდ ქართველები ადამიანურ სახეს დავიბრუნებთ, ქართულ ტრადიციულ ზნე-ჩვეულებასაც აღვადგენთ და სამშობლოსაც გაგვიბრწყინებს უფალი. მანამდე კი… მანამდე მოსამკალი უნდა მოვიმკათ.

— ვიმკით კიდეც. ამის ერთ-ერთი მაგალითი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაა. სხვათა შორის, როცა მასთან ინტერვიუს ვიწერდი, ძალიან მენიშნა ბატონი გურამის სიტყვები: ქალბატონი ლელას „საუბარი იყო გაფრთხილება, რჩევა, დარიგება, რომ უფრო „ჭკვიანურად“, წინდახედულად მოვქცეულიყავი ცხოვრებაში“.

გამოცდილებიდან ვიცი, თქვენი დაჟინებული გაფრთხილება სერიოზული საშიშროების მომასწავებელია. იყო თუ არა ასე ამ შემთხვევაშიც?

— სწორედ ასე იყო. მე გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ ვხედავდი ბატონ გურამს და ამიტომაც ვურჩევდი დაჟინებით, თავი დაენებებინა პოლიტიკისთვის და მთლიანად სამეცნიერო საქმიანობაში ჩაფლულიყო; ვარწმუნებდი, რომ მასზე უკეთ ვერავინ დაწერდა იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და რაც შემდგომში მართლაც ბრწყინვალედ განახორციელა.

იცით, გარდა იმისა, რომ მე ასე ვიცავდი გურამ შარაძეს იმ მოსალოდნელი საფრთხისგან, რომელიც ნაწინასწარმეტყველები მქონდა, „ვაიძულებდი“ კიდეც, ეკეთებინა საშვილიშვილო და მართლაც ქართული საქმე.

— იმავე ინტერვიუში ბატონი გურამი ამბობს, ქალბატონი ლელა ჩემს მომავალზე არ მელაპარაკა, რადგან დაინახა, როგორ მეშინია მომავლის წინასწარ შეცნობისო. მართლაც ასე იყო?

— დიახ, მის მომავალზე ბევრი არაფერი მითქვამს, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფორიაქი დავინახე. ზემოთაც ვთქვი, გურამ შარაძეს მომავალში ვეღარ ვხედავდი-მეთქი და აბა, რა უნდა მეთქვა გარდა იმისა, რაც ვუთხარი?

— ვიცი, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბატონ გურამს თქვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ…

— მაგრამ უარი შევუთვალე. მისმა სიძემ დამირეკა და მითხრა, ბატონ გურამს თქვენთან მოსვლა სურს, რომ მადლიერების ნიშნად, ახლად გამოცემული წიგნები გისახსოვროთ და თქვენს მიწვევას ელოდებაო. ახლა არა-მეთქი, ავირიდე თავიდან ეს ვიზიტი.

საქმე ისაა, რომ ბატონი გურამის გარდაცვალების ტრაგედია მე კარგა ხნის წინ გადავიტანე, ანუ მაშინ, როცა პირველად შევხვდი პირისპირ და ახლა, როცა ბედისწერით განსაზღვრული ჟამი უკვე მოახლოებული იყო, ძალიან მიჭირდა მისი ნახვა.

იცით რა ძნელია, უყურო და ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მომავალი აღარ აქვს? რა უნდა მეთქვა მისთვის? რამეს მკითხავდა და იძულებული გავხდებოდი, ტყუილი მეთქვა; მე კი ეს არ შემიძლია.

საოცრად ვწუხვარ და გული მტკივა, რომ საქართველომ ასეთი ქართველი დაკარგა, მაგრამ ყოველივე უფლის ნებაა და ვერავინ აღუდგება მას წინ”- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.

სხვა ამბები

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ
საზოგადოება

ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ

September 28, 2023
რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი
საზოგადოება

რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი

September 28, 2023
“ეს ფსიქიკაშერყეული საზოგადოების მდგომარეობაა… რა ცუდია, ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში ძალიან დიდი დოზით ყოფილა ჩაკირული და ჩამარხული”
საზოგადოება

“სიკვდილი ერთადერთია, რომელიც ყველას თანაბრად გვეხება” – რას წერს პეტრე კოლხი?

September 28, 2023
“წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, სადაც ის მეფურ სამოსშია შემოსილი” – უცნობი ამბები სეფიეთის ეკლესიაზე
საზოგადოება

“წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, სადაც ის მეფურ სამოსშია შემოსილი” – უცნობი ამბები სეფიეთის ეკლესიაზე

September 28, 2023
“ეკლესიის საძირკველში მდებარეობს გვირაბი” – ტყეში ნაპოვნი ტაძრის ბევრისთვის უცნობი ისტორია
საზოგადოება

“ეკლესიის საძირკველში მდებარეობს გვირაბი” – ტყეში ნაპოვნი ტაძრის ბევრისთვის უცნობი ისტორია

September 28, 2023
“ეს ადამიანი გარდაცვლილა… მისი სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ…” – ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება

“გამაგებინეთ ამ ქართველ დევნილებს რას ერჩით?” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

September 28, 2023
Next Post
“თუ ადამიანი ერთხელ ვერ დაგეხმარა, ცხრა სიკეთე არ დაივიწყო…” – პეტრე კოლხი

"თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, გაუშვით..." - რას წერს პეტრე კოლხი

🎥 30 წელი ემიგრაციაში და თავიდან დაწყებული ცხოვრება საქართველოში – ომი, რომელმაც ემიგრაციის წლები დაასრულა და ტკივილი, რომელიც წლებს თან სდევს

🎥 30 წელი ემიგრაციაში და თავიდან დაწყებული ცხოვრება საქართველოში - ომი, რომელმაც ემიგრაციის წლები დაასრულა და ტკივილი, რომელიც წლებს თან სდევს

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • ფინიკისა და იოგურტის ტკბილი დიეტა, რომელიც კვირაში 5-7 კილოგრამს დაგაკლებინებთ
  • რომელ საკვებს უნდა მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი
  • “სიკვდილი ერთადერთია, რომელიც ყველას თანაბრად გვეხება” – რას წერს პეტრე კოლხი?
  • “წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკა, სადაც ის მეფურ სამოსშია შემოსილი” – უცნობი ამბები სეფიეთის ეკლესიაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge