ედიას მთელი საქართველო იზიარებდა და ბევრი ადამიანი გასამხნევებელ წერილებსაც სწერდა… შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელი გავიდა… მაია ის ქალია, ძლიერ ქალებზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ქალი რომლის სიძლიერისაც შეიძლება გაგიკვირდეს, რადგან დაცემული ფეხზე წამოდგა და ცხოვრება გააგრძელა.
განა ყველას შეუძლია, გზის გაგრძელება? განა ყველას შეუძლია, იყოს შვილმკვდარი დედა, მაგრამ მაინც აკეთებდეს საყვარელ საქმეს? განა ყველას შეუძლია, დარდის ასე გამკლავება? განა ყველას შეუძლია, „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“…
ახლა ასათიანმა წიგნიც გამოუშვა, სახელწოდებით, „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“…
ეს მისი ავტობიგრაფიული ნაწარმოებია…
წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს.
ის 90-იან წლებს იხსენებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში. პირადი ურთიერთობებისა და ძვირფასი ადამიანების შესახებ გვიყვება…
ავტორი საკუთარ პროფილს გვიხატავს და გვაჩვენებს, როგორია თავისი სიცოცხლე „ოცდახუთჯერ წამში“.
ტელეწამყვანმა დღეს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი მიუღქვნა გარდაცვლილ შვილს…
„დედას ჩიტი.. ამ დღეს პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში იყო გასაუბრებაზე. წინ მომავალი იყო….და მე გავუშვი იქ…შორს….”,- წერს მაია ასათიანი.