ზუგდიდში ავარიას 25 წლის ირაკლი ქარჩავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ირაკლის სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მეგობარი, სალომე ახალაია, ემშვიდობება.
„იკუს
დიდი პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ ახლა თავს ვალდებულადაც ვთვლი შენზე აქ, საჯაროდ დავწერო, თუმცა კი არ ვიცი სიტყვებს როგორ მოვუყარო თავი
ჩემს დარდს მუდამ გულში ვინახავ და ვერავის ვუზიარებ, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა არ ვიცი როგორ ჩავიკლა გულში ამხელა ტრაგედია, როგორ უნდა გადმოვცე ის სევდა და ტკივილი, რაც დამიტოვე, არასოდეს გამომდიოდა გრძნობებზე საუბარი და ვშიშობ, არც ახლა გამომივა საჯაროდ იმის გადმოცემა, თუ რასაც ახლა მე ვგრძნობ, ან რომელი სიტყვა იქნება შესაფერისი ამ მდგომარეობის აღსაწერად, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს როგორი ძმასავით სანდო მეგობარი დავკარგე
ეს ვიდეო 2021 წლის 9 დეკემბრით თარიღდება(ხარისხისთვის ბოდიში, თუმცა ახლა ეს ვის რაში ადარდებს)
10-რიცხვი შემოდის, ჩემი დაბადების დღე, თუმცა 12 საათს ვერ დაელოდა( ჩქარი იყო, მუდამ სადღაც ეჩქარებოდა, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა) და ადრიანად მომაკითხა სახლში(სხვა მეგობრებთან ერთად), ძალიან უხაროდა, რომ სიურპრიზი გამიკეთა და მოულოდნელად დამადგა, მახსენებდა ჩემს გაოგნებულ სახეს, როცა ტორტით ხელში დავინახე. თემა რომ ჩამოვარდებოდა, სულ ამაზე მესაუბრებოდა ხოლმე, მიყვებოდა როგორ დაგეგმეს ყველაფერი🥹
მარტო ჩემთან არ იყო ასე, ყველასთვის ერთნაირად კეთილი, ალალი და სანდო იყო, ზოგადად ადამიანები, სიცოცხლე უყვარდა, სხვისი კარგი მუდამ უხაროდა, ცუდი კი საკუთარივით სწყინდა.
ჩემო მეგობარო, ჩემო ერთგულო ძმაკაცო, რა დროც არ უნდა ყოფილიყო არასდროს დაგზარებია ჩემთან მოსვლა, ახლა რა ვქნა, იკუ?!, სად გეძებო, სად მოვიდე, რომ ისევ ერთად ვიცინოთ სისულელეებზე, სად მოვიდე, რომ ისევ შევძლო შენი ნახვა.
რომ წამოვჯდები, იქ, შენთან, მაღაზიასთან და შენ აღარ მომაკითხავ, ეს როგორ გადავიტანო. ნუთუ ვეღარასდროს გნახავ, ნუთუ აღარ დამირეკავ და არ მკითხავ მოსვლაზე. რამდენს გავაჯავრებდით ერთმანეთს. რამდენს ,,მაწვალებდი” და ,, გაწვალებდი”, დედაშენი რომ გთხოვდა, თავი დაანებეო მაგ გოგოსო, შენ ღიმილით ეტყოდი: ნინო, ,,ჩქი მიჩქნა ინა”, კი ბუჭუ, ჩვენ ვიცოდით, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი ჩხუბი თუ კამათი რეალური არც იყო.
ქორწილში მეპატიჟებოდი საპატიო სტუმრის სტატუსით და ახლა შენს განსვენებაზე რა მინდა?! როგორ და რა დროს მოხდა ეს ყველაფერი?!
რამდენი მოგონება დამიტოვე და რისთვის?! სულ რომ მომნატრებოდი?! ასე უნდა გვენახა ჩვენ სამუდამოდ ერთმანეთი?! ვიცი, სიცოცხლე გინდოდა და ბოლომდეც იბრძოდი, მაგრამ ალბათ, ვერ შეძელი….
იკა, მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ ძალიან დამაკლდები, შენი აციმციმებული თვალები და მუდამ გაღიმებული სახეე ჩემი გონებიდან არასოდეს წაიშლება, ჩვენ მხოლოდ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს, დანარჩენი ისევ ისე დარჩება.
ვიცი, სადაც არ უნდა იყო, წაიკითხავ ამას და დამცინებ: სალო, ეს რამხელა დაგიწერია, არ დაგეზარა გოგო?!🫶არა, ბუჭუ, არ დამეზარა, დაზარება კი არაა ბოლომდე გულიდანაც ვერ ამომაქვს სათქმელი, ან როგორ უნდა ჩავატიო შენი სიყვარული ამ ერთ პოსტში, მაგრამ ვიცცი, რომ უთქმელად გრძნობ, რასაც ახლა მე განვიცდი. შენ სამუდამოდ დამიტოვე მოუშუშებელი ტკივილი.
შენი სახით ანგელოზი გვყავს, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, მშვიდად განისვენე, ბუჭუ🫂
ტკივილამდე მომენატრები, ჩემო ერთგულო, სანდო მეგობარო.
შეხვედრამდე“, – აღნიშნულია პოსტში.