სოფელ ჯუმათში ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს. სტიქიის ამ ზონიდან სულ გამოყვანილია 7 არასრულწლოვანი და 60 წლამდე მამაკაცი.
შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვი. ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო: rustavi2.ge