მომღერალი მარიამ როინიშვილი გადაცემაში საუბრობს, როგორ დაიკლო 20 კილოგრამი:
– ჩემი ისტორია გარდატეხის პერიოდიდან იწყება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გამიჩნდა და ნივთიერებათა ცვლა აირია. პერიოდულად, ვებრძოდი, იმ წონაში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. არაერთხელ მომისმენია ჩემი მისამართით: “ძალიან გასუქებულხარ“. ხაზგასმა, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, არაეთიკურია და მინდა, სხვებმაც გაითვალისწინონ. ეს არ არის მოტივაცია. პირიქით, მსგავსი ფრაზებით შეიძლება ისე ჩაკეტო და დათრგუნო ადამიანი, საერთოდ არაფერი აღარ მოუნდეს. მე ძლიერი ხასიათი მაქვს და თავად გადავწყვიტე, რომ რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან უხეში ზომებისთვის მიმიმართავს იმიტომ, რომ წონაში დამეკლო. ახლა რომ ვფიქრდები, რა მაქვს გაკეთებული საკუთარი თავისთვის, მართლა საშინელებაა. მაგრამ, მერე მოვა ცნობიერება და სხვა ასაკში ფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური. რამდენიმე წელი ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული. თავისით მოხდა, 30 წლის ასაკის შემდეგ რაღაცები შემეცვალა, ჩემი სხეული შეიცვალა, სხვანაირად პასუხობს სხვადასხვა საკვებს. არაფერს ვიკლებ, არც ნაყინს, არც შაქარს, არც მარილს, მაგრამ ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ტკბილს არ ვჭამ, ცუდ ხასიათზე ვდგები. საღამოს დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე არაფერს ვიღებ. ძილის წინ ვცდილობ, არც წყალი დავლიო. უზმოზე კი – პირიქით. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.