Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

September 30, 2026
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადების შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა, რომელიც აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“, მეორე ბრალდებულის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრის, ორგანიზებით და მითითებით, მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
მკვლელობის უშუალო ამსრულებელი სამართალდამცველებმა 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით), 19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობის ორგანიზატორს და შემკვეთს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 25-19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდად; გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით) და 25-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.“ – წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როცა ჩემი ყოფილი გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს ამბობს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ლანჩხუთი ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი”- რას წერს ქალთა საფეხბურთო გუნდ „ხობის კოლხეთის“ ფეხბურთელი, ანა წულაია
  • ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
  • ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის ჩავარდანზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge