Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

6 უბრალო სათამაშო, რომლებსაც ყიდვაც არ სჭირდება, ბავშვის ტვინს და აზროვნებას კი ყველაზე უკეთ ავითარებს

September 6, 2023
“ჯიუტია, ზარმაცი თუ საშინლად ცელქი? რასაც დღეს მოთმინებიდან გამოყავხართ, ხვალ თქვენს შვილებს წარმატებას და აღიარებას მოუტანს” – ცუდი თვისებების დადებითი მხარეები
Share on FacebookShare on Twitter

როგორ სათამაშოს არ ნახავთ დღეს ბაზარზე – ციფრული თამაშებით დაწყებული, სამეცნიერო ექსპერიმენტების ნაკრებით დამთავრებული. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ძვირი სიამოვნებაა, ბავშვები მუდამ ახალ-ახალს ითხოვენ და მშობელს გამუდმებით უწევს სოლიდური თანხის გადახდა სათამაშოებში. თუმცა აღმოჩნდა, რომ საუკეთესო სათამაშოები ტვინისა და კრეატიულობის განვითარებისთვის თეთრიც კი არ ღირს და ყველა სახლსა თუ ეზოში მოიპოვება.

ჯოხი
ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუძლიათ საგნის ხელში დაჭერა, არასოდეს ჩაუვლიან გულგრილად გვერდს კარგ გამძლე ჯოხს. მათი ინტუიცია არ ღალატობთ – გრძნობენ, რომ ჩვეულებრივი ხის ჯოხი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე საინტერესო თამაშების წყარო გახდეს. ჯოხი შესანიშნავად აშხეფებს გუბეებს, გამოსცემს საინტერესო ხმებს, როცა სხვადასხვა საგანზე დააკაკუნებ. ასევე ის შეიძლება იქცეს ანკესად, ცხენად, შუბად, დროშად და ღმერთმა იცის, კიდევ რად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ამ თამაშების თავად მოფიქრება და ბავშვისთვის გაზიარება – მისი ტვინი თავად შექმნის საინტერესო ვარიანტებს. ზრდასრულთა ამოცანა მხოლოდ იმის ახსნაა, რომ ჯოხი უნდა მოარიდოს თვალებს, თავს. არც სხვას ატკინოს და არც თავად იტკინოს რამე. .

ასევე წაიკითხე

“დაიკარგა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი” – რას წერს შოთო სიხარულიძე

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას

თოჯინა
რთულ პრეისტორიულ ხანაშიც კი მშობლებმა მოახერხეს, თავიანთი შვილებისთვის სათამაშოები გაეკეთებინათ. ყველაზე ხშირად ეს იყო თოჯინები, რომლებსაც გადაგრეხილი მასალისგან აკეთებდნენ. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ სათამაშო, რომელიც ადამიანს წააგავს, უნივერსალური სავარჯიშოა სოციალური უნარების განვითარებისთვის. ეს კი საჭიროა როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისთვის. თოჯინასთან თამაშით ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობას, გრძნობების გამოხატვას სწავლობს და იმ უნარ-ჩვევებს იღებს, რაც ცხოვრებაში გამოადგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ბევრი ბავშვისთვის თოჯინა ნამდვილი მეგობარი ხდება, სათამაშო, რომელიც თავადაც ბავშვს განასახიერებს და ეხმარება მას ოჯახსა და სამყაროში თავისი ადგილი იპოვოს.

ყუთი
მიეცით თქვენს შვილს ცარიელი ყუთი (საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მასში მთლიანად ეტეოდეს) და გარანტირებული გაქვთ ხანგრძლივი გართობის მასტერკლასი ახალგაზრდა თაობისგან. ბავშვებს უყვართ სახლების აშენება, ყუთისგან თვითმფრინავის ან რობოტის გაკეთება, თავშესაფარის მოწყობა და საგანძურის ყუთში დამალვა – და ეს და სხვა იდეები მის თავში დამოუკიდებლად იბადება. სწორედ ეს არის მუყაოს ყუთის მთავარი ხიბლი: ის, პრაქტიკულად, ნაგავია, მაგრამ შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებელ კურსებზე უკეთ მუშაობს.

თოკი
უფასო საგანმანათლებლო სათამაშოების რეიტინგში არ შეიძლება თოკის, ლენტის ან კაბელის გამოტოვება – ნივთის, რომელიც ბავშვს ახალ ტაქტილურ გამოცდილებას და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. მშობლებმა მხოლოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ სამ წლამდე ბავშვებისთვის თოკი სახიფათო საგანია და მისით თამაში მხოლოდ ზრდასრულთა მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება.

ქვიშა
სინამდვილეში, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მიწა და ტალახი. ეს არის ის, რაც ნამდვილად ავითარებს ბავშვებს. უპირველეს ყოვლისა, ტალახში, მიწასა თუ გუბეში თამაში სასარგებლოა ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამ ბუნებრივ მასალებთან კონტაქტი აუცილებლად ნიშნავს ახალ მიკროორგანიზმებთან შეხვედრას, რომლებიც ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს ასტიმულირებენ. ამასთანავე, ეს თამაშები, როგორც წესი, სუფთა ჰაერზე მიმდინარეობს და დამატებით „ბონუსებს“ გაძლევთ ჯანმრთელობისთვის – ჟანგბადს და მზის სხივებს.

მეორეც, ტაქტილური შეგრძნებები, რომლებსაც ბავშვი განიცდის ფხვიერ, წებოვან ან სლიპინა მასალებთან მუშაობისას, ძალზე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის. ასე ყალიბდება ახალი ნერვული კავშირები და ვარჯიშდება ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სენსორულ მგრძნობელობაზე.

მილი
გგონიათ, მილის გამოყენება მხოლოდ საყვირად ან ჭოგრიტად შეიძლება? ნებისმიერი ბავშვი დაგიმტკიცებთ, რომ ამ სიას დიდი ჩამონათვალი აკლია. პატარა ადამიანის ტვინი შექმნილია იმისთვის, რომ მოიფიქროს, როგორ გამოიყენოს მარტივი საგნები შემოქმედებითად. ექსპერიმენტისთვის შეეცადეთ ჯოხი, მილი და თოკი თვალსაჩინო ადგილას დაუტოვოთ და ისიამოვნეთ თქვენი შვილების განმავითარებელი გართობით.

წყარო: „mshoblebi.ge“

სხვა ამბები

“დაიკარგა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი” – რას წერს შოთო სიხარულიძე
საზოგადოება

“დაიკარგა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი” – რას წერს შოთო სიხარულიძე

October 3, 2023
ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას
საზოგადოება

ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას

October 3, 2023
ავარია ყვარელში –  დაიღუპა 2 ახალგაზრდა
საზოგადოება

ავარია ყვარელში – დაიღუპა 2 ახალგაზრდა

October 3, 2023
კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა
საზოგადოება

კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა

October 3, 2023
🎥 „რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“ – სტიქიის შედეგად, ფოთი დაიტბორა
საზოგადოება

🎥 „რა გვეშველება, ყველაფერი გაგვიფუჭდა“ – სტიქიის შედეგად, ფოთი დაიტბორა

October 3, 2023
“ვერც ბავშვები და ვერც დიდები გზაზე ვერ გადავდივართ”- ვითარება ახალშენში
საზოგადოება

“ვერც ბავშვები და ვერც დიდები გზაზე ვერ გადავდივართ”- ვითარება ახალშენში

October 3, 2023
Next Post
“ორი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ის მაინც არ გატყდა…” – რას წერს გივიკო დიდია

"ორი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ის მაინც არ გატყდა..." - რას წერს გივიკო დიდია

უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით? – რას ამბობს ექიმი

უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით? - რას ამბობს ექიმი

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “დაიკარგა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი” – რას წერს შოთო სიხარულიძე
  • ქართველი მილიონერის ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს პატარას
  • ავარია ყვარელში – დაიღუპა 2 ახალგაზრდა
  • კრისტი ყიფშიძემ 46-ე დაბადების დღე შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად ბუდაპეშტში აღნიშნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge