Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აუცილებელია თუ არა კანის მოვლისთვის ძვირადღირებული პროდუქციის გამოყენება – ექიმის რჩევები

September 5, 2023
აუცილებელია თუ არა კანის მოვლისთვის ძვირადღირებული პროდუქციის გამოყენება – ექიმის რჩევები

“იმისათვის, რომ თქვენი კანი გამოიყურებოდეს ჯანმრთელად, მშვენივრად და ახალგაზრდულად, არ არის აუცილებელი ბევრი ფულის ხარჯვა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პროდუქციაში,” – ამის შესახებ დერმატოლოგი,  ზაზა თელია  სოციალურ ქსელში წერს.

დერმატოლოგის მიერ კანის მოვლასთან და ძვირადღირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მითი თუ რეალობა??

არის თუ არა უფრო ძვირი კანის მოვლის საშუალებები უფრო ეფექტური?

ეს, რა თქმა უნდა, მითია:

იმისათვის, რომ თქვენი კანი გამოიყურებოდეს ჯანმრთელად, მშვენივრად და ახალგაზრდულად, არ არის აუცილებელი ბევრი ფულის ხარჯვა სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ პროდუქციაში.

თქვენ შეგიძლიათ მარტივი კანის მოვლის რუტინის შესრულებით დაზოგოთ ბიუჯეტიც და მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.

ამისათვის ეს რჩევები დაგეხმარებათ:

1. პირველი პროდუქტი, რომელიც თქვენ გჭირდებათ არის მსუბუქი დასაბანი/გამწმენდი (მოძებნეთ პროდუქტი რომელსაც აწერია – Gentle Cleanser), ის აშორებს ჭუჭყს, ზედმეტ ცხიმსა და კანის მკვდარ უჯრედებს.

ახდენს ფორების დახშობის პრევენციას.

თუ თქვენი კანი მგრძნობიარეა, არ გამოიყენოთ ალკოჰოლზე დაფუძნებული დასაბანი – Avoid Alcohol-Based Cleanser;

2. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი სწრაფადვე, სანამ კანი ნამიანია.

ის ბოჭავს/კეტავს წყალს კანში და ახდენს გამოშრობის პრევენციას.

დაიტენიანეთ არამარტო სახის კანი, არამედ ტუჩებიც და ტანიც და ფრჩხილებიც;

3. ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი – SPF30 ან მეტი, UVA+UVB.

ის ახდენს ლაქების გაჩენის, ასევე ნაოჭების განვითარების და კიბოს განვითარების პრევენციას.

4. არჩევანი გააკეთეთ ორმაგი მოქმედების პროდუქტზე – Dual-function Product.

ბევრი პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება პირიქით გააღიზიანოს კანი და უფრო სწრაფად დააბეროს.

მაგალითად, გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალება რომელიც ასევე შეიცავს მზისგან დამცავსაც;

5. შეარჩიეთ პროდუქტი კანის ტიპის მიხედვით, მაგრამ გათვალისწინეთ შემდეგი – არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კანი გაქვს, აუცილებელი მოძებნო პროდუქტი რომელსაც აწერია – Non-comedogenic ან Won’t Clog Pores

დაიმახსოვრე – უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს, დაზოგე ფული, დახარჯე სხვა რამეში.

კანის ტიპები:

მგრძნობიარე ტიპი – ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება პროდუქტის გამოყენებისას

ნორმალური ტიპი – სუფთა და არ არის მგრძნობიარე

მშრალი ტიპი – აქერცლილი, ქავანა, ხორკლიანი

ცხიმიანი/ზეთიანი ტიპი – მბზინავი, ცხიმიანი

კომბინირებული ტიპი – მშრალი ზოგ ადგილებში და ზეთოვანი სხვა ადგილებში (უპირატესად T ზონა)“. – წერს დერმატოლოგი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge