Wednesday, December 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა” – ილიაუნის რექტორი განათლების ახალ რეფორმას ეხმიანება

October 17, 2025
“დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა” – ილიაუნის რექტორი განათლების ახალ რეფორმას ეხმიანება
ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.
განათლების სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს გამოემხაურა “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო დობორჯგინიძე.
როგორც დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს, უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები.
“ვიღას აინტერესებს საერთაშორისო რეიტინგები, მაგრამ მაინც:
ილიაუნი საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია კვლევის გარემოსა და ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო პროგრამებისა და მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე ერთობლივი კვლევითი პროექტების მიხედვით. ეს მაშინ, როცა ფაქტობრივად უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელში არც არსებობს/მინიმალურია კვლევის დაფინანსება.
ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია არა მხოლოდ შინაარსით, ტოპოლოგიითაც. ადგილი უნივერსიტეტისთვის, როგორც ნამდვილი გზაშესაყარი სამომავლო განვითრების პერსპექტივით, ისე შეირჩა თავის დროზე და ასეც განვითარდა. ეს ამ ქვეყნის იდენტობის, კულტურული და სამეცნიერო მეხსიერების ადგილებია, საგანმანათლებლო სისტემის რუკაა, გზამკვლევია.
სწორედ ამ რუკას მივყვებით და ამით მოვახერხეთ, რომ დიდი ხარვეზებით, წვალებით, მაგრამ მაინც, აგერ 2025 წლისთვის ვართ აქ ჩამოთვლილი გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული და ა.შ. უნივერსიტეტების გვერდით. მოვახერხეთ, რომ სწრაფად მზარდ, წარმატებულ უნივერსიტეტად ვართ მონიშნული საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე.
დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ „მოხმარდა“ იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას.
უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია.” – წერს ნინო დობორჯგინიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენებაც წინასწარ შეთანხმებულია, ვინც ბრალდებული იყო, შაიშმელაშვილიდან დაწყებული, ყველა ერთი და იმავეს ამბობს” – გია ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
  • „ქართული ოცნება“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
  • “ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება” – იარკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge