ბავშვი, რომელიც ცუდად სწავლობს, არც თუ ისე ჭკვიანად ითვლება: ანუ თუ ფიზიკის ამოცანას ვერ ხსნის და ინტეგრალების გამოთვლა არ შეუძლია, ჭკვიანიც ვერ იქნება?რამდენი ზრდასრული ადამიანს იცნობთ, რომელიც ვერც ფიზიკაში ერკვევა და ვერც ინტეგრალებში, საერთოდ არ საქმიანობს ფიზიკა-მატემატიკის სფეროში, მაგრამ შემდგარი პროფესიონალია. მათ ჭკვიანებადაც ბევრი თვლის.
საერთოდ რა კრიტერიუმით ფასდება ჭკუა და გონება? განათლების დონე? სოციალური თუ ემოციური ინტელექტი? ფართო ხედვა თუ გამომგონებლობა?
სპეციალისტებმა გაანალიზეს „ჭკვიანის“ რეპუტაციის მქონე ადამიანების ჩვევები. ამის შედეგად გამოავლინეს ოთხი თვისება, რომლებიც ნამდვილად დამახასიაTებელია ჭკვიანი ადამიანებისთვის. და თუ თქვენს შვილს უკვე ახლა, მცირე ასაკში, ამ ნიშნებიდან რამდენიმე ახასიათებს, არ ინერვიულოთ – მისი გონება შესანიშნავად მუშაობს.
1. ის ცნობისმოყვარეა
ცნობისმოყვარეობა ინტელექტუალური ადამიანის აუცილებელი თვისებაა. ალბერტ აინშტაინი, რომელიც ბავშვობაში ჩამორჩენილად ითვლებოდა, ამბობდა: „მე არ მაქვს განსაკუთრებული ნიჭი. მე უბრალოდ ჟინიანად ცნობისმოყვარე ვარ.”
სხვათა შორის, კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე ორიგინალური იდეები ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანებისგან მოდის. ეს ხასიათის თვისება ეხმარება მათ გადაჭრან ურთულესი ამოცანებიც და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ.
2. იცის მოსმენა
დაგვეთანხმებით, რომ ბავშვისთვის ძნელია მოუსმინოს მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან არასაყვარელ საგნებს, მაგრამ მათ ჭკვიანი ოროსანი, რომელიც ამ დროს ადგილზეც ვერ ისვენებს, ინერციით უსმენს: იქნებ რაიმე სასარგებლოს მოჰკრას ყური.
მომავალში, ბავშვს, რომელსაც აქტიური მოსმენის უნარი განუვითარდა, გაუადვილდება სხვებთან საერთო ენის პოვნა და საქმიანი კონტაქტების განვითარება.
3. ჯერ ფიქრობს, მერე აკეთებს
ასეთ ბავშვებს ხშირად არ ჰყოფნით დრო საკლასო დავალების შესასრულებლად. მათ დრო სჭირდებათ მსჯელობისა და ფიქრისთვის. შედეგად, როდესაც ყველა დანარჩენი უკვე ამთავრებს სამუშაოს, ის შეიძლება ახლა იწყებს მას.
ასეთ ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ჯგუფuri მუშაობა, როცა დაუყოვნებლივ მოქმედება და გარკვეული სქემის მიხედვით მუშაობაა საჭირო, რადგან მისი კრიტიკული აზროვნება არ მიჰყვება უმრავლესობისას. მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა და არასოდეს დათანხმდება რაიმეს შიშით ან იძულებით. ის ყოველთვის ეძებს საუკეთესო გამოსავალს, თუნდაც ამას გარკვეული დრო დასჭირდეს.
4. მუდმივად სწავლობს
ამაში სკოლის პროგრამა არ იგულისხმება. ის სწავლობს არა იმას, რისი სწავლაც პროგრამის მიხედვით ევალება, არამედ იმას, რაც რეალურად აინტერესებს. უსმენს პოდკასტებს, იძენს ახალ ცოდნას მისი ინტერესების სფეროში. შესაძლოა არ წაიკითხავს ბუმბერაზი კლასიკოსები, მაგრამ წაკითხული აქვს წიგნი, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოს პირველი მილიონი და იცის ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა და განვითარდა Apple. და თუ მისი ოცნებაა შეხვდეს ადამიანს, რომელსაც შეუძლია ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს, მაშინ თქვენი შვილისთვის წარმატების ბევრი კარი გაიღება და ცხოვრებაში არ დაიკარგება.
წყარო: „mshoblebi.ge“