სოციალურ ქსელში გვერდმა „Your Page“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ერთი კურიერი გოგონას შემთხვევას ეხება.
პოსტში მოთხრობილია, როგორ მიმართავს მომხმარებელი კურიერს.
„ბენზინგასამართ სადგურში გავჩერდით, გზის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელით ძლიერი წვიმის გამო. ვხედავ ძალიან სველ გოგონას რომელიც ასფალტზე ზის, ტირის და საპასუხო ტექსტებით მივხვდით რომ ვიღაც ტელეფონით ლანძღავს.
ეს გოგო ტიროდა, მთლიანად სველი, გზის გაგრძელება ვეღარ შევძელი და აქ გავჩერდიო. დანკინის Dunkin’ Donuts დანკინ’ დონატსი თანამშრომლებმა არ შემიშვეს ობიექტზე, სველი ვეგონე, არადა მაშინ ჯერ არ ვიყავი სველი, რომ შევეშვი ასე არ დავსველდებოდიო, გასაწურია ადამიანი.
სოკარის @socar თანამშრომლებმა შეიფარეს, ვიღაც ურეკავს რამდენი ხანია და ლანძღავსო, მითხრეს. ეს გოგო ისე ტიროდა, ვერ მოაბა თავი მოეყოლა რა დაემართა.
მერე სქრინი მაჩვენა, ამ წვიმაში ტელეფონს ვერ ვპასუხობდი, თან მოპედს ვმართავდი და ნახეთ რა საშინელებებს მწერს, თან მირეკავს და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავსო.
უნდა მომკვდარიყო იმის გამო რომ ვიღაცას კვება დაუგვიანდა? ისეთი სველია ვერ ავხსნი, სახლში წაყვანაზეც უარს ამბობდა, მანქანაში არ გვიჯდებოდა, ეუხერხულებოდა- სველი ვარო:( ძლივს ჩავსვით 😡
მოგმართავთ მთელს ორგანიზაციას, საიდანაც გინდათ ამოთხარეთ ის უნამუსო ქალი რომელიც ასეთ ტექსტებს სწერს ამ გოგოს და სატელეფონო კომუნიკაციისას კიდევ სულ “სირქალას” ეძახის! როგორ ბედავს ამიხსენით, როგორ აბედინებთ ამ მდგომარეობაში ჩააგდოს თქვენი თანამშრომელი?! სად არის თქვენი, როგორც დამსაქმებლის როლი, როდესაც პატარა გოგოს ასე ჩაგრავს ვიღაც არაადამიანი?! მთელი გზა ტირის, ვერაფრით დავამშვიდეთ.
ეს ადამიანი არის 20 წლის დიანა ოკრიბელაშვილი, რომელიც შრომობს ასეთ თავსხმა წვიმაშიც კი რომ სახლში მშობლებს ორი თეთრი მიუტანოს!
სქრინში ჩანს მონაკვეთი სადაც ტონს უკონტროლებს, ამ ხმაურიან წვიმაში დიანას ლაპარაკი რომ გაეგო ხმამაღლა უხსნიდა ვითარებას და იმიტომ დაუწუნეს ხმის ტემბრი 🙂
დაუჯერებელი და გაუგონარი ამბავია.
დანკინის თანამშრომლებო გრცხვენოდეთ და სოკარის იმ საოცარ ხალხს მადლობა ამ გოგონას დახმარებისათვის“, – აღნიშნულია პოსტში.