Thursday, September 28, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ოჯახი ბევრი წლის მანძილზე მალავდა სახლში “მახინჯ გოგონას”, ბოლოს კი როდესაც “მახინჯის” მოთმინებამ პიკს მიაღწია, თავის დაზიანება უცდია” – რას წერს დომენიკ მანგო

August 30, 2023
“ქართული ოცნების უპატიებელი დანაშაული” – რას წერს დომენიკ მანგო
Share on FacebookShare on Twitter

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის ჰყვება ერთი გოგოს ისტორიას, რომელსაც ოჯახი მისი „სიმახინჯის“ მოტივით მალავდა.

ასევე წაიკითხე

,,ისე შემეცოდა ჩემი თავი, რომ ერთხელ ვიტირე…“ – გურამ შეროზია ცხოვრების რთულ პერიოდზე

ნეაპოლში 29 წლის ქართველს მეოთხე დღეა ეძებენ

„ჩემი ბავშვობიდან ერთი, თითქოს უმნიშვნელო მომენტი წარუშლელ მოგონებად დარჩა და აგერ უკვე 29 წლის ასაკშიც ამ თემაზე ვფიქრობ. ზოგადად, ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერს ძალიან ემოციურად და მძაფრად განვიცდიდი. არის მომენტები, რომლებიც სრული სიცხადით მახსოვს თავისი ემოციებითა და დიალოგებით. კონკრეტულად ამ ისტორიაზე, რომელსაც ახლა გიამბობთ, ალბათ 10-11 წლის ასაკში განვიცადე პირველი შთაბეჭდილება და მას შემდეგ ჩემს ფიქრებში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხშირად საუბრებში ის გოგონა გამიელვებს წარმოსახვაში, რომელიც იმ პატარა ბავშვის თვალებმა დაიმახსოვრა.
როდესაც ქალების უფლებებზე ვიღებ ხმას, ასე მგონია იმ ახალგაზრდა ასაკის გოგონას ვიცავ (რომლის სახელსაც შევცვლი თხრობაში, რადგან არ მინდა ვინმემ მის მიმართ გაიშვიროს თითი), რომელსაც სოფლის გზაზე წავაწყდი საღორიდან მომავალს. გასაოცარი ის იყო, რომ ამ სოფლის მინდვრებში, ტყეებში, ძველ შენონობებში, ღელეებში და მდინარეში თითქმის მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული, მაგრამ ეს გოგო აქამდე არასდროს მყავდა შემჩნეული. იქნებოდა სადღაც 20-25 წლის, მოხუცივით წელში მოხრილი, ქერა, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მზისგან იყო გადამწვარი. აშკარა იყო, რომ რაღაც დაავადება სჭორდა, რადგან მისი გარეგნობის მიხედვით მხოლოდ მოხუც ქალს თუ მოგაგონებდა. კანი კი არ ჰქონდა ნაოჭიანი, მაგრამ თითქოს სახის მიმიკებიც არ ეტყობოდა და თმაშიც სიმელოტე ჰქონდა შერეული. დღევანდელი ცნობიერებით რომ ვიხსენებ იმ გოგონას, თუ მაშინ მხოლოდ გარეგნობა იყო თვალში საცემი ჩემთვის, ახლა მთლიანად ვაანალიზებ მის მდგომარეობას და მრავალი კუთხით განვიხილავ ჩემს ფიქრებში.
ზაფხულის ცხელი დღის შეღამებაში დავინახე ეს გოგო, მდინარიდან ამოვდიოდი გზაზე. საღორიდან გამოდიოდა. მთლიანად ამოსვრილი იყო ტალახში, იმდენადაც, რომ ტალახის წვეთები სახეზეც ემჩნეოდა. ხელში ბინძური ვედრო ეჭირა და ეტყობოდა, რომ იმ ვედროთ ხილის ნარჩენები მიიტანა ღორებთან, რადგან ვედროს ზედ ვაშლის ან მსხლის ანათლელები ჰქონდა შეწებებული. იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ამ ფრაგმენტის დანახვა, იმ ასაკში და იმ მომენტში ვიგრძენი პირველად ცხოვრების დაუნდობლობა და კიდევ უფრო დიდი დაუნდობლობა ადამიანებისგან. პირველი რაც იმ წუთიდან დავიწყე ის იყო, რომ ვისაც შევხვდი ყველა გამოვკითხე ამ ადამიანის შესახებ. თითქმის არავინ არ იცოდა გარდა ერთი მეზობლისა, რომელიც სოფლის ექიმბაში იყო და ხშირად უწევდა სამეზობლოში სხვადასხვა ავადობების გამო სტუმრობა. სოფლის გზაზე გაკეთებულ სკამებზე ჩამოჯდებოდა-ხოლმე რამდენიმე ქალი და ყვებოდნენ სოფლის ამბებს. შემთხვევით მოვკარი ყური რამდენიმე დღის შემდეგ ვინმე “ავადმყოფ” იზოზე საუბარს, რომელსაც ისეთი ზიზღით ახსენებდა, რომ კიდევ უფრო შემზარავი ამ ქალის საუბრის მოსმენა გახდა ჩემთვის.
ჩემს ბავშვობაში ბავშვს სიტყვა თითქმის არ ეთქმოდა, მით უფრო სოფლებში, არ უნდა ჩარეულიყავი უფროსების საუბარში ან თუ რამე კითხვას დასვამდი, სულაც ნამდვილი ინტერესის გამო, ამ თაობის ხალხისგან აგდებულ პასუხს იღებდი. ბავშვი რაღაც უაზრო, უინტელექტო და სიღრმის არმქონე არსებად მიაჩნდა იმ თაობის პოსტ-საბჭოთა მენტალობის ხალხს. თანაც ის “ექიმი” ძველი მულტფილმებიდან გადმოსულ ბოროტ ჯადოქარს გავდა, როგორც ხასიათით, ისევე მისი გარეგნობითაც. არ ჩავრეულვარ ამ საუბარში, უბრალოდ ვუსმენდი და ხეზე კ ასოს ვჩიჩქნიდი. სხვათა შორის იმ ხეზე დღემდეა ის კ ამოტვიფრული.
ექიმბაში ამბობდა, რომ ამ ასაკისაა და არც იცოდა, რომ ეს გოგონა სამეზობლოში ცხოვრობდა. როგორც აღმოჩნდა ოჯახი ბევრი წლის მანძილზე მალავდა სახლში “მახინჯ გოგონას”, ბოლოს კი როდესაც “მახინჯის” მოთმინებამ პიკს მიაღწია, თავის დაზიანება უცდია და ამიტომაც დაუძხია ოჯახს ექიმბაშისთვის. საინტერესო ის არის, რომ ამ ოჯახმა გოგონა არა როგორც შვილად, არამედ როგორც ნათესავად გაასაღა, რომელსაც დედა გარდაეცვალა – თუმცა ეს ისტორია არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერდა სუფლის ქალებისთვის, რადგან როდესაც ექიმბაშმა ნახა ხელებდასერილი გოგონა, ყვიროდა და იმუქრებოდა, თუ სახლიდან არ გამიშვებთ თავს მოვიკლავო.
ხო და აბა გამოიცანით სად გაუშვეს “ნათესავი” იზო მშობლებმა? საღორეში! დიახ, საღორე იყო მისი ერთადერთი გზა, სადაც შეღამებისას გამოდიოდა სახლიდან და თანაც თავდახრილი, ტალახში ამოსვრილი და წელში მოხრილი თვალებშიც კი არ უყურებდა ქუჩაში გამვლელებს სირცხვილით. ერთადერთი გზა, სადაც მისთვის მოიძებნა გარესამყაროში გამოსასვლელი ადგილი, ეს საღორეა.
დღეს უკვე ექიმბაშის თაობა ცოცხალიც აღარ არის, ზოგადად სოფელიც დაცლილია და დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული თუ კი ვინმე საზაფხულოდ მაინც იწვევა ბებია-ბაბუის სამკვიდროებს, თუმცა იზა დღემდე ასე, თავდახრილი, დამცირებული და ზურგშექცეული დადის სახლიდან საღორემდე ვედროთ ხელში და ტალახში ამოსვრილი ბრუნდება უკან. ასე ასწავლა მშობლებმა მალვა ერთ ოთახში – თუნდაც ოთახს თავი დააღწია, მას ხომ გარეთ იგივე ოთახი დახვდა ექიმბაშების, ლამარების და ციცინოების სახით, რომელიც ცხვირ აწვეს და გვერდზე გაიხედავს. მერე რა, რომ დამნახველი და შემფასებელი არც არავინ დარჩა იმ სოფელში, ის მაინც მორცხვია და კარგად იცის, რომ ცხოვრებამ მხოლოდ ტალახი, სირცხვილი და ღორები უბოძა მას შემდეგ, რაც სუიციდის მცდელობის ფასად გაითავისუფლა თავი საპყრობილიდან.
ხო და ჩემო მკითხველო, არ ყოფილა ჩემი ბავშვური ემოციური სიმძაფრე რეალობიდან აცდენილი. დღემდე რომ მაფიქრებს ჩემი ბავშვი მე-ს თვალით დანახული ერთი გოგონა, რომელიც სარკესავით ირეკლავს ჩვენს სოციუმს. კი, ეს ის ხალხია კეთილშობილებაზე რომ დებს თავს და სხვისკენ თითის ქნევაში ღმერთის როლით განსჯის და განიხილავს სხვის ქცევას. ეს ის ხალხია, ვინც თავი დაახრევინა, ტალახში ამოსვარა და ღორებს მიუჩინა ერთი გოგონა, რომელმაც საპყრობილიდან გაითავისუფლა თავი. ათასობით ასეთი გოგო და ბიჭია დღეს თავდახრილი ჩვენს ქვეყანაში, ტალახში ამოსვრილი და გასაცოდავებული. გარიყვაში, დაცინვაში, დამცირებაში და ზიზღით ყურებაში, ასე ჩუმად დაიარებიან შეღამებისას.
თუ ბოლომდე წაიკითხე, დამიწერე ერთი ვარდი კომენტარებში“, – წერს ის.

სხვა ამბები

,,ისე შემეცოდა ჩემი თავი, რომ ერთხელ ვიტირე…“ – გურამ შეროზია ცხოვრების რთულ პერიოდზე
მოგზაურობა

,,ისე შემეცოდა ჩემი თავი, რომ ერთხელ ვიტირე…“ – გურამ შეროზია ცხოვრების რთულ პერიოდზე

September 27, 2023
ნეაპოლში 29 წლის ქართველს მეოთხე დღეა ეძებენ
მოგზაურობა

ნეაპოლში 29 წლის ქართველს მეოთხე დღეა ეძებენ

September 27, 2023
რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მოგზაურობა

“კონფლიქტის მომატებული რისკი ახლობლებთან” – როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

September 26, 2023
“ქლაბერი” გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის“ – გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლზე
მოგზაურობა

“ქლაბერი” გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის“ – გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლზე

September 26, 2023
“ადამიანებმა საერთო ენა დაკარგეს, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდნენ და სამყაროც ასეთივე გახდა!” – რას წერს პეტრე კოლხი?
მოგზაურობა

“ადამიანებმა საერთო ენა დაკარგეს, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდნენ და სამყაროც ასეთივე გახდა!” – რას წერს პეტრე კოლხი?

September 26, 2023
“ახლა, იტირეთ სანამ სულ მთლად მიწისქვეშ დამარხულს არ ნახავთ საქართველოს…” – რას წერს თაკო ჩარკვიანი
მოგზაურობა

“რა ცრუ და თითიდან გამოწოვილი “ისტერიკებია” ატეხილი?” – თაკო ჩარკვიანი ნინო სუხიშვილის ვიდეოზე

September 23, 2023
Next Post
“მთხოვენ, რომ რაც შევულოცე, დაუყოვნებლივ გამოვულოცო, წარმოგიდგნიათ?” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"მთხოვენ, რომ რაც შევულოცე, დაუყოვნებლივ გამოვულოცო, წარმოგიდგნიათ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით – რა უნდა ვიცოდეთ

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით - რა უნდა ვიცოდეთ

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • “ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ” – რას წერს არჩილ გამზარდია?
  • “მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა… ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი” – რას წერს გიორგი კეკელიძე?
  • რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე
  • როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის შემდეგ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge