4 სექტემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესაბამისი სამსახური მონიტორინგს გაუწევს ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ნორმის გადამეტება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 100-დან 3 000 ლარამდე.