მარიტა გუტაშვილი, რომელმაც 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალური ქსელით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლები წარმომადგენლებს მიმართავს.
“დედაჩემი თავს იკლავს შიმშილით, მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს რა “დავკარგეთ” შოვში ღვარცოფის შედეგად”, – აღნიშნავს ის.
„გოჩა ენუქიძე / Gocha Enukidze Papuna Margvelidze Sergi Khidesheli ონის მუნიციპალიტეტის მერია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze Irakli Garibashvili საქართველოს მთავრობა Kakha Kaladze კახა კალაძე 112 Georgia/112 საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
რას ველოდებით?? დასვენების დღეა დღეს ოფიციალურად?
Update for 28.08.2023
🟢 დედაჩემი თავს იკლავს შიმშილობით 🙃
🟢 მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს რა “დავკარგეთ” შოვში ღვარცოფის შედეგად.
მე პირადად ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში ( ჩემების გარდაც 10 გვამამდე სხვაც დავათვალიერე ჩემების ძებნაში) , ორგანიზებაც მე გავუწიე დაკრძალვის თემებს, ყველაფერთან ერთად🙃
ეხლა ვზივარ სახლში და ყველაფერ ნანახს ვამატებ ამ ორი ადამიანის ტანჯვას. ანუ თქვენი გეგმაც ესაა , ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ? ეგრე დაგავალეს? ეგრე მოიფიქრეთ? თუ არა და თქვენ თუ ვერ მოდიხართ ფსიქოლოგი მაინც გამოგვიგზავნეთ თუ გული შეგტკივათ ჩვენზე….
ძალიან ეჭვი მეპარება ვინმეს ვადარდებდეთ , დღეს მარიამობაა, იქეიფე ერო 🙃 საქეიფოდ და დროს სატარებლად გვაქვს ზუსტად საქმე 🙃 “დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? მეც დამპატიჟეთ შენდობას შევუთვლით ერთად ამოწყვეტილ ოჯახებს.
P.S. ვისაც კიდევ რამის გწამთ, გილოცავთ მარიამობას.
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო რუსთავის მერია / Rustavi City Hall 🙏 ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze ❤️ ოთარ ტატალაშვილი , გვანცა ქემაშვილი , ხალხი ვინც დამეხმარა ყველაფერში რაც კი შეეძლოთ. მადლობა გამოჩენილი ადამიანობისთვის 🙏“, – წერს გუტაშვილი.