facebook-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ქობულეთში, სადღაც ორი წლის წინ, ავთანდილ ცხვედიანმა თავი ძაღლების გადასარჩენად გაწირა, რომლებიც ზღვაში შევიდნენ და ვეღარ გამოცურდნენ. ეს ადამიანიც მათთან ერთად დაიღუპა.
ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ქობულეთში მას ძეგლი დაუდგა, რომელიც ამ დღეებში საჯაროდ გაიხსნება“, – აღნიშნულია პოსტში.