ლევან რატიანმა გაამხილა, რომ მან კოვიდ-19 გადაიტანა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.
„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა რატიანმა.