გორში, “კარფურში”, ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივ მედიას, „მოზაიკას“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან უთხრეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ელექტრო სადენებს ეკიდა ცეცხლი, რომელიც მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა”, – განუცხადა ზემოაღნიშნულმა უწყებამ.