ბევრ ადამიანს განუცდია მზის დამწვრობა.
მზის დამწვრობის შესამსუბუქებელი საშუალებები:
მიიღეთ შხაპი
მიიღეთ გრილი აბაზანა ან შხაპი, რათა შეამციროთ კანის ტემპერატურა. ეს ხელს უწყობს ანთების შემცირებას. თუმცა, ჭარბი წყალი აშრობს კანს. შხაპის მიღებისას დაარეგულირეთ წყლის წნევა, რათა დაზიანებულ კანზე არ მოხვდეს წყლის ზედმეტი წნევა.
დაიტენიანეთ კანი
სანამ თქვენი კანი ჯერ კიდევ სველია, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი ტენიანობის შესანარჩუნებლად. პირველადი დამწვრობის შემდეგ პირველ დღეებში ხშირად წაისვით დამატენიანებელი, სიმშრალის შესამცირებლად.
დარწმუნდით, რომ კანს გაგრილების შემდეგ ატენიანებთ,რადგან გაცხელებულ კანზე დამატენიანებელი საშუალების გამოყენება ხელს შეუწყობს სიმხურვალის შენარჩუნებას, შესაბამისად, ეს გამოიწვევს უფრო მეტ ტკივილს და ანთებას.
გამოიყენეთ ალოე ვერა
ეს დაგეხმარებათ დაამშვიდოთ და გაგრილოთ კანი მზის დამწვრობის დროს. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ალოე ვერას შეუძლია დაამშვიდოს თქვენი კანი და შეამციროს ქავილი ან დისკომფორტი.
გამოიყენეთ გელი, რომელსაც არ აქვს რაიმე დამატებითი გამაღიზიანებელი ან სუნამოები.
გამოიყენეთ ქავილის შემამსუბუქებელი საშუალება
ზოგჯერ მზის დამწვრობის შედეგად ქავილი შეიძლება იყოს ისეთივე გამაღიზიანებელი, როგორც დამწვრობა.
გამოიყენეთ კომპრესები
თუ დამწვრობა მხოლოდ მცირე ფართობზე მოქმედებს, შეგიძლიათ დაიდოთ ცივი კომპრესი, როგორიცაა სველი პირსახოცი. მაგრამ მოერიდეთ დამწვრობის დროს ყინულის პაკეტის გამოყენებას.
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი
თუ კვლავ გრძნობთ ტკივილს და გაღიზიანებას მზის დამწვრობის გამო, ნუ დააყოვნებთ ტკივილგამაყუჩებლის მიღებას.
შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია
მზის დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ამიტომ მიიღეთ დამატებით წყალი კომპენსაციისთვის.
წყარო: mkurnali.ge