მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით აკო ჯაიანი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს მისი მასწავლებელი ნუნუ სილაგავა აქვეყნებს:
“ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო….კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით…კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი. აკო მორიდებული, ზრილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია….”