ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსანჯაშვილის ინფორმაციით, სტეფანწმინდაში დამეწყრილი ტერიტორია ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით იწმინდება – მერის ამ განცხადებას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
როგორც ბაკურ ავსანჯაშვილი ამბობს, მეწყერი სოფელ გერგეტსა და სტეფანწმინდაში ჩამოწვა, თუმცა, “ამ ეტაპზე მშვიდობაა”.
“ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი” – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.