Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“1930 წელი, ფილმი “ბუბა”, რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა” – რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

August 15, 2023
“1930 წელი, ფილმი “ბუბა”, რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა” – რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

შო­ვის ტრა­გე­დი­ის ამ მძი­მე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ ქარ­თულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს “ბუბა“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ნინო (ნუცა) ხუ­ციშ­ვი­ლი – ღო­ღო­ბე­რი­ძეა. ფილ­მი რა­ჭას და რაჭ­ვე­ლებს ეძღვნე­ბა. გა­და­ღე­ბუ­ლია 1930 წელს და მას­ში ამ კუ­თხის რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ასე­ვე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ცხოვ­რე­ბა მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ისიც, თუ რო­გორ მი­ვი­და შოვი სა­კუ­რორ­ტო ეტა­პამ­დე.

სი­უ­ჟე­ტი ასე იწყე­ბა – რა­ჭა­ში ჩა­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რი, ტუ­რის­ტი იწყებს ამ კუ­თხის გაც­ნო­ბას. “ბუბა“ 5 ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და ყო­ვე­ლი თავი თი­თო­ე­ულ ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რაც ვახ­სე­ნეთ. მისი სა­ხელ­წო­დე­ბა კი უკავ­შირ­დე­ბა მყინ­ვარ ბუ­ბას.

"1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა" - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

რო­გორც ამ კად­რე­ბით ირ­კვე­ვა, მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა, ზემო რა­ჭის­თვის იმ დრო­შიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყო­ფი­ლა და რე­ჟი­სორ­მაც ფილმში ამას სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი და­უთ­მო. ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი რე­ჟი­სო­რია. “ბუბა” მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბამ­დე და გა­და­სახ­ლე­ბამ­დე გა­და­ი­ღო. გა­სა­ო­ცა­რია ის, რომ ლა­მის სა­უ­კუ­ნის წინ სა­ერ­თოდ ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და ან იმ რთულ პე­რი­ოდ­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლაფ­რის ასე ფილ­მად აკინძვა. ფაქ­ტია, რომ სუ­რა­თი მა­ყუ­რე­ბელ­ზე დღე­საც დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­შიც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

ოპე­რა­ტო­რი არის სერ­გეი ზა­ბოზ­ლა­ე­ვი, მხატ­ვა­რი – და­ვით კა­კა­ბა­ძე, ხან­გრძლი­ვო­ბა – 45 წუთი. ფილ­მი “სა­ხკინმრეწ­ვის“ პრო­დუქ­ტია.

რე­ჟი­სო­რი ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის დე­დაა.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე:

– მარ­თა­ლი გი­თხრათ, მეც ზუს­ტად ისე ვარ, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი… გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რომ 1930 წელს, 28 წლის ქალი ამა­ზე ფიქ­რობ­და. იმ პე­რი­ო­დის­თვის გერ­მა­ნი­ი­დან უკვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო, სა­დაც ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მა­ნამ­დე ჯერ ერთი ფილ­მი მიშა კა­ლა­ტო­ზოვ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა, ისი­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და “მათი სა­მე­ფო“ ერ­თად გა­და­ი­ღეს. ის უფრო მონ­ტა­ჟუ­რი ფილ­მი იყო. მერე კა­ლა­ტო­ზოვ­მა სვა­ნეთ­ში 1930 წელს “ჯიმ შვან­თე“ გა­და­ი­ღო, დე­და­ჩემ­მა კი – “ბუბა“, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე აიკ­რძა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აკ­რძა­ლეს 1933 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი “უჟ­მუ­რიც“.

"1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა" - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

დედა 1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს და კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო, ფილ­მე­ბი სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა, ის­ტო­რი­ის­თვი­საც აღარ არ­სე­ბობ­და… დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მე­პო­ვა, ბევ­რი წელი ვე­ძებ­დი, თა­ვი­დან ყვე­ლა მხრი­დან უარი იყო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ­სად არ იყო. სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კო­ვის ერთ-ერთ არ­ქივ­ში ვი­პო­ვეთ.

– თა­ვის ფილ­მებ­ზე სი­ცო­ცხლე­ში არ სა­უბ­რობ­და?

– იმ­დე­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო იმის გამო, რაც თავს გა­დახ­და, რომ ფილ­მებ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და. თით­ქოს ისი­ნი არც არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვი ამ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით არ ვიცი, გარ­და იმი­სა, რაც ფილმში თა­ვად ვნა­ხე.

"1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა" - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

დე­დას ნა­მუ­შევ­რებ­მა მერე ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა – იყო ამე­რი­კა­ში: სან-ფრან­ცის­კო­ში, ნიუ-იორკში, ვა­შინგტონ­ში, ასე­ვე სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში… სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მისი ფო­ტოს ხილ­ვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში… ყველ­გან წერ­დნენ, რომ “ბუბა“იყო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­გორც ვთქვი, მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მაც ისე­თი­ვე ტრა­გი­კუ­ლი ბედი გა­ი­ზი­ა­რეს, რო­გორც თა­ვად დე­დამ.

– “ბუბა“ შო­ვის ტრა­გე­დი­ის დღე­ებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და… გან­სა­კუთ­რე­ბით იმ კუ­თხით, რომ ფილმში ნაჩ­ვე­ნე­ბია მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი, ბრძო­ლა მდი­ნა­რეს­თან, გლო­ვის გა­სა­ო­ცა­რი ტრა­დი­ცია… ისიც თქვეს, რო­გო­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი­აო. გაკ­ვირ­ვე­ბას მისი სა­ხელ­წო­დე­ბაც იწ­ვევს… რა და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბო­და, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი რომ და­კარ­გუ­ლი­ყო…

– 2016 წელს აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მახ­სოვს, მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში ლაშა ბაქ­რა­ძედა­მეხ­მა­რა… მერე ფილ­მიც გა­და­ვი­ღე დე­და­ჩემ­ზე, სა­დაც “ბუ­ბა­ზე“ ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ… ფილ­მის ნახ­ვი­სას მა­შინ­ვე თვალ­ში მომ­ხვდა ტრა­გე­დი­ის დროს ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა, რომ­ლი­თაც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის მი­მართ იჩე­ნენ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, ასე­ვე ის, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად ბუ­ნე­ბას­თან რო­გო­რი ბრძო­ლა და ნამ­დვი­ლი ომი უწევთ. ხან მე­წყე­რი ატყდე­ბათ თავს, ხან მდი­ნა­რე უნად­გუ­რებს მო­სა­ვალს. მე­წყრის ეპი­ზო­დი რო­გორ და­ი­ჭი­რა, დღე­საც მიკ­ვირს ან გლო­ვის რო­გო­რი კად­რე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი.

– ალ­ბათ ახლა შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ “ბუბა“ კი­დევ ხე­ლახ­ლა და კი­დევ სხვა­ნა­ი­რად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ.

– ისე მოქ­მე­დებს ჩემ­ზე ეს ამ­ბა­ვი, ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს დე­და­ჩემ­მა რა­ღაც იცო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ინ­გრე­ო­და... მაგ ფილ­მს რომ იღებ­და, 2 წლის ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რაც მაგ პე­რი­ოდს ეხე­ბა და რაც უკვე დე­დის მო­ნა­თხრო­ბი­დან მახ­სოვს, ასე­თია: დე­დას თურ­მე გა­და­ღე­ბა­ზე რომ ვა­ცი­ლებ­დი, გუ­ლა­მოსკვნი­ლი ვტი­რო­დი. ვი­ღაც კაცს უთ­ქვამს, ისეთ რა საქ­მე­ზე მი­დი­ხარ, შვი­ლო, რომ ბავ­შვის ცრემ­ლად ღირ­დე­სო. მარ­თლაც, ისე­თი რა­ღა­ცის შე­საქ­მნე­ლად მი­დი­ო­და, რომ ჩემი ცრემ­ლე­ბი ამის­თვის ნამ­დვი­ლად ღირ­და. ასე­თი ის­ტო­რია შე­მოგ­ვი­ნა­ხა.

– გლო­ვის სცე­ნა მარ­თლა რო­გო­რი შთამ­ბეჭ­და­ვია…

– და ასე­ვე ეპი­ზო­დი, როცა რაჭ­ვე­ლე­ბი მდი­ნა­რის მოთვი­ნი­ე­რე­ბას ცეკ­ვით ცდი­ლო­ბენ, სა­ო­ცა­რია… მახ­სოვს კი­დევ ასე­თი ეპი­ზო­დე­ბი, – ქა­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფილმში ჰყავს გა­და­ღე­ბუ­ლი, რა­ჭი­დან თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვენ­თან მო­დი­ოდ­ნენ, დე­დას მო­ი­ნა­ხუ­ლებ­დნენ ხოლ­მე… ვინ იცის, იქ­ნებ ახლა მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი­დან ამ ტრა­გე­დი­ას ვინ­მე ემსხვერ­პლა კი­დეც ან პი­რი­ქით გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნი… დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ჭა­ში, ყვე­ლას ვუ­სამ­ძიმ­რებ…

რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლებს, მე­კი­თხე­ბი­ან – ღე­ბია თუ გლო­ლაო? ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს, იქ­ნებ თა­ვად რაჭ­ვე­ლებ­მა, ვინც უკეთ იცის ეს მხა­რე, კად­რე­ბი­დან და­ად­გი­ნოს. ისე, ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, ვიდ­რე ჩემს მშობ­ლებს და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, შოვ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ო­დით ხოლ­მე…

– დიდი შე­მოქ­მე­დი ყო­ფი­ლა ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე…

– და დღეს რო­გორც იტყვი­ან, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. მისი ცხოვ­რე­ბა არის ჭეშ­მა­რი­ტი და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ ხელ­ნა­წე­რე­ბი არ იწ­ვის, ის, რაც ადა­მი­ან­მა შექ­მნა, ხე­ლით შექ­მნი­ლი სი­ლა­მა­ზე, წიგ­ნი, ფილ­მი თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი, მა­ინც გა­იკ­ვა­ლავს თა­ვის გზას

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ილია მეორემ მითხრა გადმომეცა, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძესთვის ლოცულობს” – რას აცხადებს თინა კანდელაკი
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მყოფი ნათია თურნავა 2024 წელს ხელფასის სახით თვეში 37 729 ლარს იღებდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge