წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კიდევ ერთხელ ლელა კაკულიას ადრინდელი წინასწარმეტყველება სპეციალურად მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს, დაავიწყდა, ან უგულებელყოფს!!!
‼️განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების, კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ პირების მხარდამჭერ-მოყვარულებისა და პირიქით, მოწინააღმდეგე-მძულველების საყურადღებოდ!!!
🟥 2002 წლის 27 იანვარი
წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი.
იგი წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ!
იმ ადამიანს, რომელიც მშვიდად მიიღებს კარგსაც და ცუდსაც, ყოველთვის აქვს გამოსავალი (ეს ასეა ასი პროცენტით), მაგრამ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ეს არ აწყობს. საშინელი რეაქცია აქვთ, როცა ცუდს ვწინასწარმეტყველებ. ასეთი ადამიანი ყოველთვის აგებს.
მაგრამ რა ვქნა? როდესაც ვწინასწარმეტყველებ, უფლება არ მაქვს, რაიმე შევასწორო. ამიტომ, კეთილი ინებეთ:
‼️ მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ. ასეთია ნება უფლისა!”
