არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა“ საზოგადოებას 4 წლის ლუსის დახმარების თხოვნით მიმართავს:
„უკვე მეექვსე დღეა ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება… უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას. იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. ლუსის, ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა.
სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა, ახლა კი, სოციალური შემწეობის ამარა დარჩენილს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ვიცით, შეუძლებელია დედის მონატრებას ვუშველოთ რამე, ვერც დედის მოფერებას შეედრება ჩვენი მზრუნველობა… მაგრამ, რაც ახლა სოფოს შეგვიძლია გავუკეთოთ, ლუსიზე ზრუნვაა.“
599700499 — ანი
59821195 — ლამარა
TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე
