ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას უძღვნის:
“ბავშვო, სისტემასთან მებრძოლი ჟურნალისტი ხარ და აფხაზეთში დაღუპული გმირის შვილი და ვიღაც სისტემის ჭანჭიკი უსახელო ვირიშვილი შენზე დეზინფორმაციულ ფეიკს რომ ავრცელებს, იმედია, მაგაზე არ ნერვიულობ
ps რაც არ უნდა თავი მოიკლას ქოცპროპაგანდამ, საღად მოაზროვნე პატრიოტები მაინც დასცინებენ ღარიბაშვილს ყველგან და ყოველთვის, ჭირშიც და ლხინშიც. დასცინებენ მწარე სარკაზმით, რაც, სხვათა შორის, ლხინისთვის უფრო ნაკლებად ორგანულია, ვიდრე გლოვისთვის. მარტივად მისახვედრი ამბავია, ნუ, რეგვენი თუ არ ხარ, ან დაქირავებული, ან დაქირავებული რეგვენი.”
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3), მათ შორის ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც ნანუკა ქაჯაია შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდა. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინოდა.
წყარო: mythdetector.ge

