სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს პოსტს, საიდანაც ვიგებთ, რომ 9 აგვისტოს, დღეს წერეთლის გამზირზე უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა:
❗️❗️როგორც იცით ჩვენს ჰაერის საზომ აპარატებს ტემპერატურის საზომიც აქვს თან.
❗️❗️ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა წერეთელზე (58° მზის გულზე) და სოფელ დიღომში ( 44° მზის გულზე) ფიქსირდება. ❗️❗️
ჩვენ გარდა ჰაერის მონაცემებისა ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ტემპერატურის შესახებ.
💧შეეცადეთ მოერიდოთ გარე აქტივობებს და მიიღეთ წყალი სათანადო რაოდენობით დღის განმავლობაში.
