შოვში ამდრომდე კიდევ ერთ მოქალაქეს სოფო ბაკურაძეს ეძებენ. – დაკარგულ ქალზე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება
“მეექვსე დღე დედის მოლოდინში
![]()
სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია . ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი- ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…
,,სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით…”- აცხადებს დაკარგულის ახლობელი ფეისბუკ” გვერდ “აქ დიდი სიყვარულია”-სთან
