როგორც “მეტრონომისთვის” ხდება ცნობილი, დაკარგულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია. საუბარია 150-მდე ადამიანზე, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ სტატისტიკის გასაჯაროება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
ადგილზე მყოფი პირები იმასაც აცხადებენ, რომ კიდევ ოთხი ცხედარი არის ნაპოვნი. ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.