რუსთაველ გოგოს “ტიკ-ტოკზე” დაემუქრნენ
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელ ტიკტოკში 40 წლამდე კაცი 35 წლამდე ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.