Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვჯერა რომ ცოცხალია, ოღონდ არ ვიცით სად არის…” – რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული ჯანო ჯიქიას ბიძა, რომელსაც 9 თვეა ეძებენ

July 30, 2023
“გვჯერა რომ ცოცხალია, ოღონდ არ ვიცით სად არის…” – რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული ჯანო ჯიქიას ბიძა, რომელსაც 9 თვეა ეძებენ

“მე­გობ­რე­ბო, ვიცი შე­გა­წუ­ხეთ და დაგ­ღა­ლეთ უკვე, მაგ­რამ გთხოვთ კი­დევ ერთხელ, ყვე­ლამ გა­ა­ზი­ა­რეთ ნე­ბის­მი­ერ ჯგუფ­ში, ვი­საც სად­მე ხელი მი­გიწ­ვდე­ბათ. 2022 წლის 24 ოქ­ტომ­ბრი­დან ვე­ძებ ბი­ძაშ­ვილს. ბიჭს, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­ვი­და და ამ დრომ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ შე­ამ­ჩნი­ეს, თუმ­ცა, 100%-ით ვერ ვა­დას­ტუ­რებთ, სამ­წუ­ხა­როდ. რად­გან სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­დის ხმე­ბი (რა­საც 3-5 დღის მერე ვი­გებთ, ინ­ფორ­მა­ცი­ის არ ქო­ნის გამო), გვინ­და რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყვე­ლა ქა­ლაქ­სა თუ სოფ­ლებ­ში გავ­რცელ­დეს, რომ იძებ­ნე­ბა 23 წლამ­დე ასა­კის ბიჭი, გამ­ხდა­რი, ბე­ჭებ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი, 190-მდე სი­მაღ­ლის, შავი თმით და წვე­რით (დრო­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უკვე ძა­ლი­ან მოზ­რდი­ლი წვე­რი და თმა ექ­ნე­ბა, რაც უფრო არ­თუ­ლებს ამოც­ნო­ბას). და­ზუს­ტე­ბით ვე­ღარ ვი­ტყვით რა შე­იძ­ლე­ბა ეც­ვას. გთხოვთ ქუ­ჩებ­ში სი­ა­რუ­ლის დროს იყოთ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით, მი­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლებ­ში, ნა­სახ­ლა­რებ­თან, ეკ­ლე­სი­ებ­თან, ტბის-ტყის პი­რას, ხი­დებ­თან და ა.შ თუ შე­ამ­ჩნევთ მსგავ­სი აღ­წე­რი­ლო­ბის უცხო პირს, სა­ეჭ­ვო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გვაც­ნო­ბეთ ნო­მერ­ზე : 597 775471 ; 555 695354 ან და­უ­კავ­შირ­დით პო­ლი­ცი­ას. 112. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­უ­ღეთ ფოტო, ვი­დეო, ტყუ­ი­ლად რომ არ ავ­ფო­რი­აქ­დეთ” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნინი კვა­რა­ცხე­ლია.

ოჯა­ხი ფოთ­ში და­კარ­გულ 22 წლის ჯანო ჯი­ქი­ას 9 თვე­ზე მე­ტია უშე­დე­გოდ ეძებს. ბიჭი სახ­ლი­დან 2022 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და. მას შემ­დეგ მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ჯა­ნოს წი­თე­ლი მო­საც­მე­ლი ეცვა და შავი ქუდი ეხუ­რა. პო­ლი­ცი­ამ კა­მე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ნახა, რომ ბი­ჭის კვა­ლი ფო­თის პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­კარ­გა, ამი­ტომ ძა­ლოვ­ნე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც ბი­ჭის ბიძა, გი­ორ­გი შა­მა­თა­ვა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ძი­რი­თა­დად ზღვა­ში ეძებ­დნენ ძა­ლოვ­ნე­ბი და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდას, თუმ­ცა ფაქ­ტია, ამ დრომ­დე ვერც გარ­დაც­ვლილს პო­უ­ლო­ბენ და ვერც ცო­ცხალს. ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბიჭს კონ­ფლიქ­ტი, ან სხვა პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია. ის სრუ­ლი­ად აუ­ღელ­ვებ­ლად, მშვი­დი გა­ვი­და სახ­ლი­დან, ამი­ტომ ოჯახს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯა­ნოს მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ბიძა, გი­ორ­გი შა­მა­თა­ვა:

– ჩემი დის­შვი­ლი 24 ოქ­ტომ­ბერს და­ი­კარ­გა, სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თი­დან 8 ნა­ხევ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში. სახ­ლი­დან გა­ვი­და, არც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი წა­უ­ღია, არც სა­ფუ­ლე და პა­ტა­რა ჩან­თა, რო­მელ­საც სულ ატა­რებ­და. დის­ტრი­ბუ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, იმ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ იყო სამ­სა­ხურ­ში, დღი­სით დაბ­რუნ­და სახ­ლში. ჩემი და პე­და­გო­გია, ბავ­შვებს ამ­ზა­დებს და და­ე­ლო­და დე­დას, რო­დის მორ­ჩე­ბო­და გაკ­ვე­თილს. დედა-შვი­ლი ერ­თად მი­დი­ოდ­ნენ ნა­თე­სავ­თან, რო­მე­ლიც იქვე, 300 მეტრში ცხოვ­რობს. ერ­თად გა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. წვი­მას იწყებ­და, ამი­ტომ ჩემი და უკან შებ­რუნ­და, ბავ­შვს უთხრა ქურ­თუკს მო­ვიც­მე­ვო. რომ დაბ­რუნ­და, უკვე ქუ­ჩა­ში აღარ დახ­ვდა შვი­ლი. იფიქ­რა, რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელ­თან იყო. ერთი სა­ა­თი რომ არ გა­მოჩ­ნდა, ამის შემ­დეგ და­ი­წყო მო­კი­თხვა ახ­ლობ­ლებ­თან. ვერ­სად ვი­პო­ვეთ. სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში უკვე ყველ­გან ვე­ძებ­დით. მე­ო­რე დღი­დან ჩა­ერ­თო პო­ლი­ცია, ამო­ი­ღეს კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი. იქ ჩანს, რომ ზღვის­კენ მი­დის. ჩვენ სა­დაც ვცხოვ­რობთ, იმის უკან არის ზღვა და ტერ­მი­ნა­ლი, გე­მის კა­მე­რას აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ მი­დის ზღვის­კენ, მაგ­რამ ზღვამ­დე 150 -200 მეტ­რით და­შო­რე­ბით ჩანს კადრში, მერე არა­ფე­რი ჩანს. რად­გან პო­ლი­ცი­ამ და­ი­ნა­ხა, რომ ზღვის­კენ წა­ვი­და, ჩათ­ვა­ლა, რომ თავი მო­იკ­ლა. ერთი თვე ეძებ­დნენ წყალ­ში კა­ტე­რე­ბით, სკა­ნი­რე­ბაო, მყვინ­თა­ვე­ბი, ჩვენ ოჯახს არ გვჯე­რო­და ამ ვერ­სი­ის.

ადა­მი­ა­ნი ასეთ ნა­ბიჯს რომ დგამს, ამას წი­ნა­პი­რო­ბა ხომ უნდა ჰქო­ნო­და. ასე­თი ბავ­შვი ეს არ იყო. მშვი­დი ბი­ჭია. ახლა სწავ­ლას ამ­თავ­რებ­და, დიპ­ლო­მი უნდა აეღო, უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, მიზ­ნე­ბი ჰქონ­და, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა თავი? სხვე­ბის­თვის სათ­ქმე­ლად მარ­ტი­ვია თქვას თავი მო­იკ­ლაო, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის მარ­ტი­ვი არ არის, რად­გან ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და ჩვენც დაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არაფ­რის გამო თავს ხომ არ მო­იკ­ლავს ადა­მი­ა­ნი. ყველ­გან ვე­ძებთ დღემ­დე, მაგ­რამ პო­ლი­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მხო­ლოდ წყალ­ში ეძებ­და, ანაკ­ლი­ის მხა­რეს, ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, გრი­გო­ლე­თის­კენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, ვერც დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ალ­ბათ წყალ­ში არ შე­სუ­ლა, თო­რემ ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს ასე­თი ფაქ­ტი, ვინ­მე წყალ­ში დამ­ხრჩვა­ლი­ყო და წყალს არ ამო­ეგ­დო. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი რომ ხდე­ბა, მაქ­სი­მუმ 3-4 დღე სჭირ­დე­ბა ცხედ­რის ამოგ­დე­ბას. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მაც ახ­სნეს, ოქ­ტომ­ბერ­ში როცა წყა­ლი გრი­ლია 5-6 დღე სჭირ­დე­ბა წყალ­მა რომ ამო­აგ­დო­სო, მაგ­რამ ამ დრომ­დე არა­ფე­რია ხელ­ჩა­სა­ჭი­დი. ცოტა მცი­ვა­ნა ბავ­შვი იყო, ჰა­ი­მო­რი­ტი ჰქონ­და და თავს უფრთხილ­დე­ბო­და, ქუდი ეხუ­რა, ე.წ პლა­შოვ­კა ეცვა და კე­დე­ბი. ფეხ­საც­მე­ლი, ან ტან­საც­მე­ლი მა­ინც ხომ უნდა გა­მო­ე­რი­ყა წყალს. თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის ჩვენ არ გვჯე­რა. მე­ა­თე თვე და­ი­წყო და არ ჩანს….წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გაფრთხილება ამინდის შესახებ
  • “მის თავზე დამოკლეს მახვილი დაკიდეს” – ვისზე საუბრობს ლევან სანიკიძე
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge