Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გულყვითელას სამკურნალო თვისებები

July 28, 2023
გულყვითელას სამკურნალო თვისებები

გულყვითელას ყვავილები მდიდარია ეთერზეთებით, საპონინებით, ლორწოვანი ნივთიერებით, კაროტინით, ლიკოპენით, ფლავონოიდებით, ორგანული მჟავებით, ალკალოიდებით. მცენარის ბალახოვანი ნაწილი და ფოთლები გაჯერებულია საპონინებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ფესვებში კი საპონინებია დაგროვილი. ყვავილებისგან დამზადებულ ნაყენებსა და ნახარშებს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს. დადგენილია, რომ კალენდულას შემცველი პრეპარატები დამამშვიდებელ, არტერიული წნევის დამწევ, გულის მუშაობის გამააქტიურებელ გავლენას ახდენს. ამ მცენარის ფიტოპრეპარატები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღველე გზების დაავადებების მკურნალობის პერიოდში, ხშირად ინიშნება კლიმაქსური სინდრომის დროსაც, ყველაზე ფართოდ კი მაინც კანის, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

გულყვითელასგან ნაყენები და ნახარშები შემდეგნაირად მზადდება:

აიღეთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი ივლეთ ანგინის, სტომატიტისა და გინგივიტის დროს. აიღეთ 1 ჩაის კოვზი ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენში დასველებული საფენები თვალებზე დაიფარეთ კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, ფურუნკულის დროს.

სპირტხსნარის დასამზადებლად აიღეთ 25 გრამი გულყვითელას გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მილილიტრი 70%-იანი სპირტი ან არაყი, დააყენეთ 15 დღის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ოღონდ ხანგრძლივად. კალენდულას წვეთები აწესრიგებს ძილს, ამაღლებს შრომის უნარს. ამასთანავე, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 8 საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • რა გახდა თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კონცეფცია იცვლება – რას გულისხმობს სიახლე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge