ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა, სოფელ ხეოთში, ანდრიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში დაფიქსირდა. – ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 15 ადამიანი დაავადდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.
დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა, ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა, ხეოთო.