გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 11:00-დან 11:05 საათამდე და 17:00-დან 17:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წინა მხარი, ცხვედიეთი, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლულეთი, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი და ახალი წეროვანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
