Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

December 23, 2020
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ოჯახი 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. მათი ინფორმაციით, გიუნაშვილი სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა.

ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა ჯარისკაცმა ბალიშის ქვეშ მობილური ტელეფონი, როცა, მათივე მტკიცებით, ტელეფონს არასოდეს იშორებდა.

“არსად არ არის აბსოლუტურად, კვალწმინდად ჩაიყლაპა, გამოვიდაო დილითო და ტელეფონი დატოვა ბალიშის ქვეშ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ტელეფონს ჯიბიდან არ იშორებდა, არსად არ არის, არც ნათესავებში, არც მეგობრებთან, რა მოხდა ვერ ვიგებ”.- ამბობს ოჯახის წევრი ტელეკომპანია “მთავარ არხთან”.

ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჯარისკაცმა 21 დეკემბრის დილის ცხრა საათზე დატოვა ბაზის ტერიტორია.

“საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით’.- აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • მომრავლდნენ თუ არა გველები საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ თავი – ჰერპეტოლოგი “მეტრონომთან”
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge