Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა წავიკითხოთ ზაფხულში – გია მურღულია რჩეული მოთხრობების სიას გვთავაზობს

July 20, 2023
რა წავიკითხოთ ზაფხულში – გია მურღულია რჩეული მოთხრობების სიას გვთავაზობს

ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი გია მურღულია გადაცემაში “ამ შაბათ-კვირას” მკითხველს ურჩევს გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებსაც შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში გაეცნონ:

– ჩვენს ძვირფას მაყურებელს ვურჩევდი, რომ ეს ზაფხული მოთხრობის ზაფხულად გამოვაცხადოთ. ძალიან საინტერესო სამტომეული გამოვიდა, რომელსაც “XXI საუკუნის ქართული მოთხრობა” ჰქვია, შემდგენელი და რედაქტორი ბესო ხვედელიძეა. აქ აღმოვაჩინე რამდენიმე ისეთი მოთხრობა, რომლებიც წაკითხული არ მქონდა, მათ შორის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიერ დაწერილი. მაგალითად:

  • გურამ დოჩანაშვილის “ძმისავ”, ძალიან საინტერესო მოთხრობაა.
  • ზაზა თვარაძის მოთხრობა “წითელი ძაღლები” – გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.
  • გიგი სულაკაურის “ყაყაჩოების მინდორი” – რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომ დაარქვა ეს სახელი ავტორმა.
  • კოტე ჯანდიერის “გლობალიზაცია”.
  • თამრი ფხაკაძის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – ძალიან საინტერესოა.
  • ლეო ქიაჩელის სრულიად გენიალური მოთხრობა “ბერი და ყორანი” – დამზაფვრელი მოთხრობაა, მაგრამ წაკითხვის შემდეგ არსებული ემოცია არასოდეს დაგავიწყდებათ.
  • ოთარ ჯირკვალიშვილის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ადამიანის, მოთხრობა “ლაზარე”.

როდესაც მოთხრობის ოსტატებს ვიხსენებ, პირველ რიგში, ორი სახელი მახსენდება. ესენია: რიუნოსკე აკუტაგავა და ხორხე ლუის ბორხესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სხვა სახელებსა და გვარებს რომ დავასახელებთ, ისინი რანგით უფრო დაბლა დგანან. მაგრამ, ჩემი პიროვნული ხედვაა ასეთი.

  • თუ აკუტაგავას “ნანკინელი ქრისტე” არ წაუკითხავს ვინმეს, ძალიან გირჩევთ, რომ გაეცნოთ. იქ დაინახავთ, რით განსხვავდება იესო იაპონიის რომელიღაც პროვინციის პოლიციელისაგან.
  • ვუდი ალენის “უზენაესი” – ძალიან საინტერესოა. ამ მოთხრობაში ერთი ადამიანი მიდის კერძო დეტექტივთან და სთხოვს, რომ ვიღაც მოძებნოს. დეტექტივი კალამს იღებს და ემზადება, რომ ჩაიწეროს და აღმოჩნდება, რომ ის ადამიანი ეძებს ღმერთს, რომელიც დაიკარგა.
  • შერვუდ ანდერსონის “ტენდი” – ფანტასტიკური მოთხრობაა.
  • ჰაინრიხ ბიოლის “ჩემი ნაღვლიანი სახე” – ვისაც სურს, გაიგოს, რა არის ტოტალიტარიზმი, ამ მოთხრობით ადვილად შეიცნობს. აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჯერ იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან მხიარული აქვს და ციხიდან გამოსვლის დღეს თავიდან იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან ნაღვლიანი სახე აქვს.
  • რეი ბრედბერის “სიკვდილი და ქალწული” – შესანიშნავი მოთხრობაა.

იხილეთ სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge