Friday, June 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბევრ ადამიანს მოუნდება ერთი, მაგრამ მეორეს კეთება მოუწევს…“ – რას აცხადებს რამაზ გიგაური

July 20, 2023
„ბევრ ადამიანს მოუნდება ერთი, მაგრამ მეორეს კეთება მოუწევს…“ – რას აცხადებს რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ამჟამად ცის კაბადონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია და ეს არის მარსი-სატურნის ოპოზიცია, რომელიც 12 ივლისს გააქტიურდა და მისი გავლენა 29 ივლისამდე გაგრძელდება (პიკი: 21 ივლისი).

მარსი (სიგნიფიკაცია) – ეს არის ენერგია, მოქმედება, აქტიურობა, ძალა, ლიდერობა, მიზანსწრაფვა, გამბედაობა, აზარტულობა, სექსუალურობა, აგრესიულობა, მრისხანება, კამათი, ჩხუბი, კუნთი.

სატურნი (სიგნიფიკაცია) – წესრიგი, კანონი, პასუხისმგებლობა, იერარქია, სტრუქტურა, მხარდაჭერა, შეზღუდვა, წინაღობა, საზღვარი, ჩარჩო, ხელმძღვანელობა, პროფესიონალიზმი, მარტოობა, დრო, მძიმე ფიზიკური შრომა.

მარსის მოქმედება ქალწულის ნიშანში (რომლის ტენდენციები 8 ივლისის პოსტში უკვე განვიხილე) – მენტალური ენერგიის გამოვლენაზე მიანიშნებს. მარსის ამ ინგრესიის დროს ადამიანი ანალიტიკური და შრომისმოყვარეა. გონი – გამჭრიახია, ხოლო მოქმედებები – ზუსტი. ადამიანი შედეგზე ორიენტირებული ხდება. მაშინ როცა სატურნი – თევზების ნიშანში „მოითხოვს“ ემოციურობას, ინტუიციურ გადაწყვეტას, დათმობას, სულიერებას, გულმოწყალებას და საჭირო დროს მსხვერპლზეც წასვლასაც კი.

აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ამ ორი პლანეტის დაპირისპირება აძლიერებს ენერგიის უმიზნოდ და უაზროდ ხარჯვის (ფლანგვის) ალბათობას. ეს ჰგავს მანქანის მართვისას ერთდროულად გაზზე და მუხრუჭზე ფეხის დაჭერას, ეს კი წინსვლას აჩერებს. ამ ასპექტის დროს ადამიანებში მკვეთრად მოიმატებს შინაგანი წინააღმდეგობა და დაპირისპირება. ბევრ ადამიანს მოუნდება ერთი, მაგრამ გარემოებების გამო მეორეს კეთება მოუწევს. საერთოდ, ამ შინაგანი დაპირისპირებას ბევრი რესურსი მიაქვს (როგორც ენერგია, ისე ემოცია, დრო და ფული). კიდევ ერთი ტენდენცია ის იქნება, რომ ბევრი ადამიანი გააქტიურდება იმ დროს, როდესაც ცოტა ხანს უნდა გაჩერდეს და დაისვენოს და პირიქით, იმ დროს გადავა პასიურ ფაზაში, როდესაც აქტიურობაა საჭირო, ანუ ხდება ასე ვთქვათ, აქტიური-პასიური ფაზების არევა და ბევრი ადამიანი ვერ იგებს შეტევის დროა თუ დალოდების.

გარდა ამისა, მოიმატებს რაციონალურისა და ირაციონალურის დაპირისპირების ალბათობა. თუმცა ეს არარაციონალური უფრო შეიძლება გავიგოთ როგორც ინტუიცია, შინაგანი მიხვედრილობა და მოქნილება. ამიტომაც, იმას, რაც ლოგიკურად და მკაფიოდ შეიძლება მოგვეჩვენოს და მოქმედებებისკენ გვიბიძგოს, შესაძლოა ბევრად აჯობოს ინტუიციურმა მიხვედრილობამ. ამ პერიოდში შინაგანი ხმის მოსმენა აუცილებელი იქნება. რომ ჩამოვაყალიბოთ, უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა მოქმედების ვექტორის ჩამოყალიბებაში ინტუიცია ძალიან დაგვეხმარება. კიდევ ერთი მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ასპექტი „ითხოვს“ კომპრომისზე წასვლას, გარკვეულ დათმობას და შინაგან შეთანხმებას. ასეთ შემთხვევაში მაღალი შედეგების მიღება ბევრად გაიოლდება“,- წერს რამაზ გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მათემ თქვენთან დიდი მადლობა დამაბარა, ძალიან უყვარხართ” – ელენე დევიძემ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა
  • 22 წლის ბიჭი, რომელიც ტრაგედიას ემსხვერპლა, ცნობილი ფეხბურთელის შვილია
  • “გონს მოვიდა”- როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც 9 წლის შვილი დაეღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge