Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სნაიპერმა, ეზოში მოსაწევად გასულს, სამი ტყვია ესროლა…” – ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის დეტალები

July 19, 2023
“სნაიპერმა, ეზოში მოსაწევად გასულს, სამი ტყვია ესროლა…” – ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის დეტალები

ე.წ. კანონიერი ქურდი, 50 წლის თემურ ახუბა, იგივე “დინ რიდი”, რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოკლეს, როცა მისი მეგობრის, ალხაზ აგრბას წლისთავისადმი მიძღვნილ სუფრაზე იყო.

ჩასაფრებულმა სნაიპერმა ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ის ეზოში, მოსაწევად გავიდა და სუფრა დროებით დატოვა.

სნაიპერმა “დინ რიდს” სამი ტყვია ესროლა, გასროლებს შორის სხვაობა სულ ორი წამი იყო, ამიტომ რეაგირება ვერავინ მოასწრო: ახუბას ორი ტყვია თავში, მესამე კი – მუცელში მოხვდა.

“კრიმინალური ავტორიტეტი” ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ მისი სიკვდილი დააფიქსირა.

მკვლელობა გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუხში მოხდა.

წლისთავის სუფრას სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ისინიც ესწრებოდნენ, ვისთანაც ახუბას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ოჯახში მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა.

ერთ-ერთი “ავტორიტეტი” – “პაკა”, ვისთანაც ახუბა კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ოჯახიდან ადრევე წავიდა.

სოხუმელი თემურ ახუბა 2013 წლიდან ატარებდა “კანონიერი ქურდის” ტიტულს, მაგრამ 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი გახდა – რამდენიმე “ავტორიტეტმა” მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.

სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც, რადგან ისინი, ვინც მისთვის ტიტულის ჩამორთმევას უჭერდნენ მხარს (“ასტამური” და “ხასი”) სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით, 2019 წელს ჩაცხრილეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლემ წყლის შესხმის ფაქტზე, მელიას პატიმრობა შეუფარდა
  • “რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?”- დავით ქაცარავა მიმართვას ავრცელებს
  • Facebook პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge