რისი თქმა გინდა ბატონი ბიძინა, შეგაქო, ლექსადა მოგიხსენიო?… ვისურვებდი, პირისპირ დაგიჯდე და ის ჩემი სათქმელი გითხრა პირში, იქნება გაბედო და გამონახო ჩემთვის დრო – ასე ეხმაურება მალხაზ მაცალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
“ისეთი მძიმე დღეები მიდგას, საერთოდ არც უნდა ვათვალიერებდე და არც უნდა მაინტერესებდეს არც არაფერი, ერთი დედაჩემის მდგომარეობის იქით.
რახან რამდენიმე მეგობარმა მომწერა, დავინტერესდი და შევავლე თვალი სოც.სეტებში.
თურმე რა ხდება, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დავუჯარიმებივარ, წინა ჯარიმა ნაძირალა და არა კაცი ჩიმაკაძეს გამო, მანამდე იყო ისევ ივანიშვილის მიმართ დადებული კომენტარი, რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორჯერ გამასამართლა ორი პროცესით.
მაგრამ იცით ყველაზე საინტერესო რა არის, მე 15 რიცხვში, ანუ დღეს, თელავის სასამართლომ დამიბარა სულ სხვა საქმეზე,
აქ კი აღმოჩნდა, თურმე ამ კრემლის მონა ივანიშვილს შეურაცხყოფისთვის დავუბარებივარ.
მოგმართავთ ხელისუფლებას, ასევე ხელისუფლების საპატიო თავმჯდომარეს, ანუ ქოცების ბელადს და ხელისუფლების მეთაურს ივანიშვილს.
ეხლა ამითი, რისი თქმა გინდა ბატონი ბიძინე, შეგაქო, ლექსადა მოგიხსენიო?
ამ წუთას დედაჩემის ხათრით, მის საპატივცემულოდ, აქ ამ წერილში, მაქსიმალურად თავს შევიკავებ, არ შეგაგინო და არ მოგაყენო შეურაცხყოფა, უბრალოდ ვისურვებდი, პირისპირ დაგიჯდე და ის ჩემი სათქმელი გითხრა პირში, იქნება გაბედო და გამონახო ჩემთვის დრო” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ “საჯარო სივრცეში” ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმეს.
