Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად ვაბარებდით, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა…” – ვინ არის ნატა ახალი ქართული სერიალიდან და როგორია მსახიობ ნია გუგავას რეალური ცხოვრება

July 17, 2023
“მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად ვაბარებდით, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა…” – ვინ არის ნატა ახალი ქართული სერიალიდან და როგორია მსახიობ ნია გუგავას რეალური ცხოვრება

“ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი” ახა­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, მათ პრობ­ლე­მებ­ზე და ისეთ ამ­ბებ­ზე გვიყ­ვე­ბა, რაც რე­ა­ლის­ტუ­რია, სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟებ­ში კი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ნა­ტაა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ნია გუ­გა­ვა თა­მა­შობს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ნა­ტას ფრა­ზე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია და მა­ყუ­რებ­ლის გან­ხილ­ვის თე­მაა. მსა­ხი­ობ ნია გუ­გას­ვას­თვის ეს არ არის პირ­ვე­ლი როლი, მა­ნამ­დე “ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ში” თა­მა­შობ­და, გარ­და ამი­სა, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში მთა­ვა­რი რო­ლიც შე­ას­რუ­ლა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჟურ­ნალ “გზა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს ნი­ას­თან:

"მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად ვაბარებდით, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა..." - ვინ არის ნატა ახალი ქართული სერიალიდან და როგორია მსახიობ ნია გუგავას რეალური ცხოვრება

– კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს?

– სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა პირ­და­პირ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში, მთა­ვარ როლს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი და იმავდრო­უ­ლად, შე­ში­ნე­ბუ­ლიც, რად­გან კა­მე­რას­თან პირ­ვე­ლად დგო­მი­სას, პირ­და­პირ მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო. მით უმე­ტეს, 17 წლის ვი­ყა­ვი. ჯერ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბუ­ლიც არ მქონ­და. რო­ლის­თვის შე­და­რე­ბით უფ­რო­სი ასა­კის მსა­ხი­ობს ეძებ­დნენ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ისე­თი ატ­მოს­ფე­რო და ხალ­ხი დამ­ხვდა, რომ პირ­ვე­ლი სცე­ნა გა­და­ვი­ღეთ თუ არა, თა­ვი­სუფ­ლად ვიგ­რძე­ნი თავი. მი­მაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ეს ფილ­მი – “ჯა­დოს­ნუ­რი ახა­ლი წელი ანუ ერთი კოც­ნის ის­ტო­რია” – სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო.

– გვი­ამ­ბე, ამ ფილმში რო­გორ მოხ­ვდი?

– კას­ტინ­გე­ბი ბევ­რად რთუ­ლი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რებ­მა მსა­ხი­ო­ბე­ბის მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი ნა­ხეს. ჩემი ფო­ტოს ნახ­ვი­სას თქვეს, – ეს გოგო პა­ტა­რაა. მოდი, არ გვინ­დაო, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ მა­ინც მი­მიყ­ვა­ნა… პირ­ვე­ლი კას­ტინ­გი უფრო ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის იყო – მხო­ლოდ ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს; მე­ო­რედ, “გა­დარ­ჩე­ვის” ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი რო­ლე­ბის კან­დი­და­ტე­ბი – გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი დაგ­ვი­ბა­რეს. სცე­ნა რამ­დე­ნი­მე ბი­ჭთან გა­ვი­ა­რე. კას­ტინგზე 2 რე­ჟი­სო­რი – ჯაბა მელ­ქა­ძე და გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძე იყ­ვნენ… მე­ო­რე კას­ტინ­გის მერე უკვე როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ვი­ცო­დი, ჩემს ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, მით უმე­ტეს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი და არც გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, არც – თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. არ ვიცი, რა და რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა მეწ­ვია (იღი­მის).

– იმ პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა შენ­თვის ჰობი იყო?

– არა. მსა­ხი­ო­ბო­ბა ჰო­ბად არა­სო­დეს მქო­ნია. 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი – დე­დას­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი. მგო­ნი, ლა­პა­რა­კიც არ ვი­ცო­დი, როცა უკვე ეს პრო­ფე­სია მინ­დო­და. 14 წლი­დან გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბა ყო­ველ­თვის მიზ­ნად მქონ­და და­სა­ხუ­ლი. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ თუკი მა­ნამ­დე მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა იყო, ახლა უკვე შე­იძ­ლე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი საქ­მე­ე­ბი წინ წა­ვი­დეს. ჯერ 18 წლის ვარ. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ასაკ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ზანს იც­ვლის, მაგ­რამ ჩემი სურ­ვი­ლი ისე­თი ძლი­ე­რია, რომ გა­მო­მი­ვა თუ არა, მა­ინც ყო­ველ­თვის ამ გზას მივ­ყვე­ბი!.

"მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად ვაბარებდით, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა..." - ვინ არის ნატა ახალი ქართული სერიალიდან და როგორია მსახიობ ნია გუგავას რეალური ცხოვრება

– შენი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი დიდ­წი­ლად დე­დამ, მსა­ხი­ობ­მა ეთო გუ­გა­ვამ ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა?

– არა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­დის­გან რჩე­ვა ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. როცა დე­და­ჩემს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვეს­წრე­ბო­დი, მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი მა­შინ გა­მიჩ­ნდა და ეს პრო­ფე­სია შე­მიყ­ვარ­და. დედა რე­პე­ტი­ცი­ას იმი­ტომ მას­წრებ­და, რომ უბ­რა­ლოდ, მას­თან ერ­თად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და არა იმი­ტომ, რომ პრო­ფე­სი­ულ გზას მი­სა­ხავ­და. მას არა­სო­დეს უთ­ქვამს, – მოდი, ეს პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეო, პი­რი­ქით, მაფრ­თხი­ლებ­და, – ეს გზა ძა­ლი­ან რთუ­ლია, დიდ მოთ­მი­ნე­ბას მო­ი­თხოვს, კარ­გად და­ფიქ­რდიო… მოკ­ლედ, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩემი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

– გარ­თო­ბის­თვის დრო გრჩე­ბა? რო­გორ ერ­თო­ბით შენი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?

– ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გარ­თო­ბა ცო­ტა­თი რთუ­ლი თე­მაა, რად­გან დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 9-10-მდე, ყო­ველ­დღე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვართ. მხო­ლოდ კვი­რას ვის­ვე­ნებთ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, კვი­რა­საც გა­და­ღე­ბე­ბი და­ემ­თხვეს. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში­ვე გა­ვერ­თოთ კი­დეც. თუ 1 თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე დაგ­ვრჩა, აუ­ცი­ლებ­ლად ბარ­ში ან კა­ფე­ში მივ­დი­ვართ და გან­ტვირ­თვას ვცდი­ლობთ, მაგ­რამ მა­ინც ყო­ველ­თვის ეს ფიქ­რი გვაქვს, – ვა­ი­მე, ხვალ დი­ლის 9 სა­ათ­ზე ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა გვაქ­ვსო!.. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვცდი­ლობთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ დავ­კარ­გოთ.

– ფილ­მი­სა და სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გარ­და, კი­დევ რამე გა­მოც­დი­ლე­ბა ხომ არ გაქვს, რის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცით?

– ერთ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმშიც – “ხა­ვერ­დის კაბა” ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რო­მელ­საც რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იღებ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ცო­ლის როლს ვთა­მა­შობ­დი. ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო. მით უმე­ტეს, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით: ჩემი მე­გო­ბა­რი რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­ში იყო, მე – მსა­ხი­ო­ბის.

"მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად ვაბარებდით, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა..." - ვინ არის ნატა ახალი ქართული სერიალიდან და როგორია მსახიობ ნია გუგავას რეალური ცხოვრება

– შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

– არა­ფე­რი. ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვიყო. ცოტა ხნის წინ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­თავ­რე. ახლა მინ­და, ბევ­რი დრო სა­კუ­თარ თავს, კა­რი­ე­რას და­ვუთ­მო – ამით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი (იღი­მის)…

– 18 წლის გო­გო­ნამ მი­თხა­რი, – ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლეო… შე­გიძ­ლია ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მეტი გვი­ამ­ბო?

– მე და ჩემი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ერ­თად ვა­ბა­რებ­დით. ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვე­დე­ქით, სტუ­დი­ა­ში ერ­თად დავ­დი­ო­დით… უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რეთ. ახლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ – ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის მხარ­ში ვუდ­გა­ვართ. მე მისი წარ­მა­ტე­ბა მი­ხა­რია, მას – ჩემი.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • “რუსებისგან მემორანდუმის ან წინადადებების მიღების შემდეგ, შევძლებთ ჩვენი ხედვის შესაბამისად ჩამოყალიბებას”- ზელენსკი
  • თბილისში, რაზმაძის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის სახურავზე დაკვამლიანება იყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge