მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია)წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება დს წერს:
“სიცოცხლით სავსე ქალაქი-სიკვდილით სავსე აღმოჩნდა და მას ხელიდან კიდევ ერთი ანგელოზი გაუვარდა, სახელად დათუნა…
ჩვენთან სახელებს პირიქით ირქმევენ-ფარისევლებს მორწმუნეები ქვიათ, ორპირებს, ერთგულები, ნაძირლებს-რაინდები…
ყაჩაღებს-წმინდანები…
და სიკვდილმაც სიცოცხლე უწოდე თავის თავს… ჰოდა, კლავს ყველაზე ცოცხალ ადამიანებს-მოზარდებს!..
შეგირცხვეს ცხვირი-“ჩემო კარგო ქვეყანა”!”.
ცნობისთვის, წყნეთში უბედური შემთხვევა გასულ ღამეს ე.წ სამთავრობო ზონაში 16 წლის მოზარდს დენმა დაარტყა.