ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ქალიშვილი, მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე პირადზე ალაპრაკდა.
მოდელი საყვარელ ადამიანთან მტკივნეულ დაშორებაზე,ვრცელ პოსტს წერს:
“როცა ურთიერთობას ასრულებ, შენ არ კარგავ მხოლოდ მეორე ადამიანს, შენ კარგავ შენს გეგმებსა და მოლოდინებს, შენს ნაწილს, შენი ნაწილის იმ ვერსიას, რომელიც სხვა პერსონასთან ერთად არსებობდა და მის გარეშე ისეთივე ვეღარ იქნება. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გულგატეხილი, შენ დაკარგე არა მხოლოდ შენი მეწყვილე, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად იყავი. შენ გენატრება არა მხოლოდ ის ადამიანი, არამედ შენი ნაწილიც!..“
ლიკუნა ყველას მოუწოდებს, რომ სირთულეების მიუხედავად, არასდროს დანებდნენ:
„რასაც არ უნდა გადიოდე ახლა, არ გაჩერდე, არასდროს დანებდე!..“
