აქტივისტი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა არის სასტიკად უსამართლო, იმის აღიარებას, რომ შეცდნენ, ურჩევნიათ ისევ მის წინააღმდეგ წავიდნენ, ვის წინააღმდეგაც დააჯერეს ბოდვები და ვინც ბოდვები დააჯერა, კვლავ მის სასარგებლოდ ებრძვიან მას, ვისზეც ბოდვები დაიჯერეს, და ამას აკეთებენ იმის გამო , არ აღიარონ , რომ მოატყუეს , დააგოიმეს და არარსებული დააჯერეს… ის 160 000 მედასავლეთე , ქუჩაში გამოსული თბილისელი, რატომ არ გამოვიდა გარეთ, როცა მიშას ოჯახმა მოუწოდა ხალხს გვერდით დასდგომოდა, როცა ზუსტად იცის უკვე თბილისმა, რომ მიშას რასაც აბრალებდნენ ბოდვა იყო და რასაც ედავებიან, აფსურდი?! რატომ არ დაუდგნენ გვერდით? არ იციან, რომ ტყვედ აყვანილი მიშათი სტატუსი არ იქნება და საბრძოლია? იციან ძალიან კარგადაც, მაგრამ იმიტომ , რომ უსამართლო ხალხი ვართ და უსამართლო ადამიანები , სამართლიან სახელმწიფოს ვერ ააშენებენ!!! მიშაც უსამართლოდ მოექცა პუტჩისტებს , როცა გასამართლებისა და ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევის ნაცვლად, დიდი შერიგების აქტი გააფორმა მოღალატეებთან და თანამდებობებზე დანიშნა გამყიდველები , პატრიარქის წინაშეც დამნაშავეა და სინოდის წინაშეც, რატომ?! ძალიან კარგად ვიცით, რატომაც!!“, – წერს ის.