“400 000 ლარად საქართველოს ხელისუფლების მიერ რემდესივირის შეძენა, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გაუმართლებელი ხარჯია” – ასეთია ქართველი ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტების შეფასება.
ეპიდემიოლოგი ვახტანგ კალოიანი თვლის, რომ შესყიდვა ბურუსით მოცულია:
“აბსოლუტურად გაუგებარია შესყიდვა, ძალიან ბურუსით მოცული და მიზანშეუწონელი შესყიდვაა, არანაირი ლოგიკა ამაში არ არის, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი გამოდის რემდესივირიდან.” , – მიიჩნევს კალოიანი.
კონკრეტული პირების ახირებაზე საუბრობს სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
“სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნები იკვეთება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის ახირების და აჩემების გამო შემოვიდა ეს პრეპარატი, ახლა უნდათ “გაპრავდეს” ამ პრეპარატის შესყიდვა, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურია, როგორც კვლევები ადასტურებენ, ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა, რა გამოდის, რომ ვიღაცის ახირების გამო ექსპერიმენტებს ვატარებთ ადამიანებზე?” – აცხადებს ჩიხლაძე.
რემდესივირის გამოყენების გადაწყვეტილება საკოორდინციო საბჭომ უკვე მიიღო.