ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით, ორი მაღალსიჩქარიანი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.
მატარებლებში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.შემთხვევა დილის 09:00 საათის შემდეგ (08:00 GMT) მოხდა, მადრიდის სამხრეთით, მადრიდიდან დაახლოებით 140 კილომეტრის დაშორებით მაღალსიჩქარიანი მატარებელი, რომელიც მადრიდიდან სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა, შეეჯახა მეორე, სავარაუდოდ გაჩერებული მატარებლის უკანა ნაწილს.
ძლიერი დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადაყირავდა. სარკინიგზო ოპერატორ Adif-ის ცნობით, შემთხვევა მოხდა სახელმწიფო კომპანია Renfe-სა და კერძო კომპანია Iryo-ს მატარებლებს შორის, რომლებიც მადრიდი-სევილიის მარშრუტს ემსახურებიან.
