დედამიწა მრავალფეროვანია, უცნაური და დღემდე ამოუხსნელი მოვლენებით,
ამ სტატიაში გაჩვენებთ რამდენიმე უცნაურ მოვლენას, რომლებიც დღემდე ამოუხსნელია. ეს უცნაურობები ადამინის ტვინში მრავალაზრიანობას იწვევს, როდესაც მეცნიერებიც ვერ პოულობენ პასუხს ასეთ მოვლენებზე, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ დედამიწა საიდუმლოებებით არის სავსე.
გემიდან გაუჩინარებულნი
1872 წლის 7 ნოემბერს, Mary Celeste-ს სახელის გემი ნიუ-იორკის პორტიდან გამოვიდა. გემის კაპიტანს, ბრიგგს თან ახლდა მეუღლე, 8 წლის ქალიშვილი და 8 გემის ეკიპაჟი. ისინი იტალიისკენ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ როდესაც გემი გიბრალტარის სრუტეს მიუახლოვდა, გემში აღარავინ იმყოფებოდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სრული პასუხი არავინ იცის. იმ დღის შემდეგ, გემის მგზავრების შესახებ არანაირი ინფორმაცია ან კვალი არ არის.
უცნაური მოვლენა ატმოსფეროში
1984 წელს მეხი დაეცა რუსულ თვითმფრინავს. თვითმფრინავს გარედან არაფერი დაემართა, მაგრამ შიდა მხარეს ყველა მგზავრს ცეცხლოვანმა ბურთმა თავზე გადაუარა. ამ მოვლენაზეც პასუხი მეცნიერებს არ აქვთ.
ტაოს ხმაური
ნიუ-მექსიკოში მდებარე პატარა ქალაქ ტაოს მაცხოვრებლებსა და სტუმრებს წლების განმავლოაბშია აწუხებთ იდუმალი და დაბალი სიხშირის გუგუნი, რომელიც უდაბნოდან ისმის.ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია უჩვეულო აკუსტიკით. ზოგიერთი ამ ხმას აღწერს, როგორც ღრიალს, გუგუნს ან ზუზუნს. ჯერჯერობით ვერავინ შეძლო ბგერის წარმოშობის დადგენა. ადგილობრივთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათ ესმით მრავალი განსხვავებული ბგერა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამოცდილება შეიძლება იყოს სუბიექტური და არა რეალურად ობიექტური ბგერები.
გამოსახულებები პერუში
ნასკას ვაკეში (პერუ) არის უცნაური გამოსახულებები, რომლებიც მხოლოდ ზემოდან ჩანს. ეს არის ანტიკური პერიოდის ნახატები, რომელთამიზანი დღემდე არავინ იცის.
ქვის ბურთები კოსტა რიკაში
მეცნიერები გაოცებული დარჩნენ ამ ქვების სრულყოფილი ფორმებით. კოსტა რიკის ჯუნგლებში უამრავი ასეთი ბურთია. 300-მდე სფერული ქვა დაჯგუფებულია 50 ნაწილად და ხშირად ისინი გეომეტრიული ფორმების სახითაა დალაგებული. არსებობს სამი ვერსია, რომელიც ხსნის ამ ფენომენს:
პირველი ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს არის ადამიანის ხელის ქმნილება; სხვები ვულკანების მოქმედებას აბრალებენ, ზოგი კი მას უცხოპლანეტელების შემოჭრას უკავშირებს.
ავტორი: ელენე ასაშვილი