Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცხოვრება ბავშვთა სახლში და ემიგრაციაში წასული დედის მონატრება – “მასტერშეფის” გამარჯვებულის მძიმე ბავშვობა და რთული გზა წარმატებამდე

July 4, 2023
ცხოვრება ბავშვთა სახლში და ემიგრაციაში წასული დედის მონატრება – “მასტერშეფის” გამარჯვებულის მძიმე ბავშვობა და რთული გზა წარმატებამდე

“მასტერშეფის” მე-9 სეზონის გამარჯვებული, შეფ-მზარეული ჯოზი “პირველი არხის” ეთერში საკუთარი ბავშვობის შესახებ საუბრობს და მაყურებელს უყვება, რა გზა გაიარა ბავშვთა სახლიდან ერთ-ერთ პოპულარულ კულინარიულ შოუში გამარჯვებამდე:

– 2 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა სახლში წავედი. 12 წლის ჩათვლით იქ ვცხოვრობდი. ბავშვობის წლები ბავშვთა სახლში გავატარე, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. ხშირად მყავდა მნახველები. მე რომ 2 წლის ვიყავი, ჩემი უფროსი ძმა, დათო, 14 წლის იყო. როცა დედა ემიგრაციაში მიდის, 14 წლის ბავშვისთვის ძალიან ძნელია, რომ 2 წლის ბავშვი დაიტოვოს. ამიტომ, დედამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იყო კომენტარები: “რატომ ჩააბარა?!, რატომ მიატოვა?!” და ასე შემდეგ – მაგრამ, იმ მომენტისთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დედაჩემი მგონი ერთადერთი იყო ბავშვთა სახლში, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემთან შემოსვლა. კი არ მიმატოვა, არამედ დროებით მიმიყვანა, რომ გავზრდილიყავი და საჭმელი მქონოდა. დედამ ცხოვრება შექმნა, ბინა, უძრავი ქონება იყიდა, მე მასწავლა. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ, ძალიან რთულია, მაგრამ რას იზამ? – წინ იხედები და თუ გინდა, რომ, პირობითად, რაღაც გვქონდეს, აქ ცოტას შევიზღუდავ. დღეს ძალიან გვერდით მიდგას.

კულინარიით პირველად მე-9 კლასში დავინტერესდი. მერე როცა მე და ჩემი ძმა მარტო ვცხოვრობდით, დედა ემიგრაციაში იყო და დეიდა გამოდიოდა ხოლმე, საჭმელებს გვიკეთებდა, სახლის საქმეებში გვეხმარებოდა. ხანდახან, როცა ცუდად იყო, ვერ ახერხებდა გამოსვლას. საჭმელი რომ გვინდოდა, ვურეკავდი და მასწავლიდა გაკეთებას. ჩემს ამ სფეროში წასვლას, რაღაც პროცენტით, დეიდას ვუძღვნი. მერე უკვე დედას ვუთხარი, რომ ეს საქმე მაინტერესებდა და კულინარიის აკადემიის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია. 2016 წელს, დეიდა რომ დაიღუპა, ჩავაბარე. 8 თვეში უკვე მუშაობა დავიწყე.

ეს კულინარიულ შოუში გამოსვლის მეოთხე ცდა იყო. ერთხელ იყო, საერთოდ კასტინგზეც ვერ გადავედი, ერთხელ ხუთეულში მოვხვდი. “მასტერშეფში” შევედი ერთი იმიტომ, რომ გამემარჯვა, მეორე იმიტომ, რომ გამარჯვებულის პოზიციიდან სტიმული მიმეცა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩემნაირად იზრდებიან, ან გაიზარდნენ. “მასტერშეფში” გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, რომ თუ არ დავნებდები, ყველაფერს მივაღწევ, რასაც დავისახავ. ამ ეტაპზე უკვე აღმასრულებელი შეფის პოზიციაზე ვმუშაობ.

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
  • “მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტში მონაწილე არცერთ ლიდერს საქართველო თავის გამოსვლაში არ უხსენებია” – გიორგი გახარია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge